შვიდი აბაზანა და საკუთარი ფიტნეს ოთახი: ელტონ ჯონის პენტჰაუსი


ცნობილი პოპ მომღერალი და მისი რეზიდენცია ატლანტაში


ატლანტას გარეუბანი ბაკჰედი ბოჰემურ ადგილად ითვლება. აქ ბევრი სამხატვრო გალერეა და მოდური რესტორანია, კრეატიული ადამიანები კი ამ ადგლის მაცხოვრებლები ხდებიან. ცნობილმა მომღერალმა, პოპ-ვარსკვლავმა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში დიდებით ტკბებოდა, სერ ელტონ ჯონმაც სწორედ აქ იყიდა სახლი, რადგან ის ბევრს მოგზაურობდა შეერთებულ შტატებში. დღეს ის 80-ს უახლოვდება. მან ახლახან დაასრულა კარიერა და როგორც ამბობენ ხოლმე, დამსახურებულ პენსიაზე გადის. მომღერალი თავის ლეგენდარულ მამულში, ვინდსორში დასახლდა, დიდ ბრიტანეთში, საზღვარგარეთული საცხოვრებლთან კი განშორება გადაწყვიტა.


ატლანტას ბინა 4000 კვადრატულ
მეტრს მოიცავს . მომღერალმა ისინი თანდათან ააშენა: ჯერ პირველი დუპლექსი იყიდა, შემდეგ კი რამდენიმე მეზობელი ბინა. ამრიგად, ელტონმა ხუთი ბინა გააერთიანა, რომელიც ახლა მთლიანად იკავებს ორ სართულს.


სახლს აქვს ოთხი საძინებელი, შვიდი აბაზანა, ოფიციალური სასადილო ოთახი და სამზარეულო, რომელიც განკუთვნილია პროფესიონალური მზარეულებისთვის, ისევე როგორც საკუთარი ფიტნეს ოთახი, მასაჟის ოთახი, რამდენიმე გასახდელი ოთახი და რამდენიმე მარანი ღვინის დიდი კოლექციის შესანახად.


რეზიდენცია გამოირჩევა პანორამული ხედებით ფანჯრებიდან - 36-ე სართული! და ასევე სივრცის განცდით ბინის შიგნით, ენფილადებზე აგებული განლაგების გამო.


ინტერიერი თანამედროვე-კლასიკიური გახლავთ, მსუბუქი ავეჯით, კრემისფერი ხის პანელებით და, რა თქმა უნდა, სარკეებით.
კლასიკური სვეტები გემოვნებით ერწყმის მინისა და ფოლადისგან დამზადებულ მაღალტექნოლოგიურ კიბეებს. აივნიდან კი ქალაქზე საოცარი ხედი იშლება.

ინტერიერის ცალკე სიამაყე ცნობილ ადამიანებთან სხვადასხვა დროს გადაღებული ფოტოარქივია.




კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები