რატი დურგლიშვილის აგარაკი, რომელიც თავად დააპროექტა და თავადვე იმუშავა დეტალებზე - "შექმნილია დიდი შრომის, ბევრი ფიქრის შედეგად..."

მომღერალი რატი დურგლიშვილი სააგარაკო სახლის ვიდეოს აქვეყნებს, რომელიც არა მხოლოდ საკუთარი დიზაინით, არამედ ფაქტობრივად საკუთარი ხელითაც მოაწყო. საკმაოდ ცნობილია რატის ინტერიერის დიზაინის თუ დეკორის მიმართ ინტერესი, მის თბილისურ სახლშიც არაერთი ნივთია მისი დიზაინით შექმნილი. სააგარაკო სახლiი კი ფაქტობრივად მთლიანად მისი გემოვნებითა და აქტიური ჩარევით შეიქმნა. გავრცელებულ ვიდეოში რატი არა მხოლოდ ნახაზებს აკეთებს, არამედ უშუალოდაც მუშაობს დეტალებზე.
"შექმნილია დიდი შრომის, ბევრი ფიქრის, ბევრი ვარიანტების, პერსპექტივისა და არსებული ვითარების საფუძველზე დიდი დაკვირვების შედეგად, რათა ინდივიდუალურად საინტერესო ყოფილიყო ყოველი კუთხე თუ დეტალი, რათა
ხედვის გონების და შეგრძნების ტანდემი ყოფილიყო", - წერს რატი სოციალურ ქსელში.

თეკლა ჟვანია

ასევე იხილეთ:

რატი დურგლიშვილის ხელნაკეთი საახალწლო სათამაშოები

რატი დურგლიშვილის სამსართულიანი ბინა "ვარსკვლავურ კორპუსში" და მისი დამზადებული ჭაღები

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები