"ვტირი! ისეთი ფერადი, ლამაზი და მყუდრო გამოვიდა ჩემი ავლაბრის სახლი..." - გურამ შეროზია თავისი ბინის ფოტოებს აქვეყნებს

ბლოგერი და ჟურნალისტი გურამ შეროზია სახლის ფოტოებს აქვეყნებს და მადლობას უხდის დიზაინერ პეპის, რომელთანაც მანამდეც წარმატებით ითანამშრომლა სხვა ბინაზე და ახლა ეს ბინაც ასე ორიგინალურად და ლამაზად მოუწყო:

"ვაიმე ვტირი! ისეთი ფერადი, ლამაზი და მყუდრო გამოვიდა ჩემი ავლაბრის სახლი, ნახეთ ყველა ფოტო.
თავიდან, 1 დიდი ოთახი და საძინებელი იყო და აი არ ვიცი, რა საოცრებები ჩაატარა პეპიმ, რომ უკვე სასტუმრო ოთახიც არის, ფუნქციური სამზარეულოც, საძინებელიც თავისი სამუშაო კუთხით, ბუხრიანი, აგურებიანი ოთახიც და არ ვიცი…
ბედნიერების აურა ტრიალებს, პირდაპირ კარგ ხასიათზე
რომ იღვიძებ - ჩემთვის ეგეთია.
ისევ და მარად - პეპის ნახელავია".
















ესეც გურამის ბინა, რომლის ინტერიერზე ასევე პეპიმ იზრუნა:
"არ მჯერა, რომ ეს გრძელი პროცესი დასრულდა, მაგრამ ახლა მაქვს კი არა და მყავს სახლი" - გურამ შეროზია ახალგარემონტებული ბინის ფოტოებს ასაჯაროებს

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები