ჭერზე აბრეშუმი, კედლებზე გველთევზას ტყავი, საკოლექციო ნივთები - რუსი ვარსკვლავის ვალერიას სახლმა საზოგადოება აალაპარაკა

რუსული ესტრადის ვარსკვლავმა ვალერიამ და მისმა ქმარმა - პროდიუსერმა იოსებ პრიგოჟინმა ბლოგერებს უმასპინძლეს, რათა საკუთარი სამფლობელო გამოემზეურებინათ, თუმცა დადებით კომენტარებზე მეტად მათმა საარაკო ფუფუნებამ ნეგატიური რეაქციები გამოიწვია.

ბინა გემის სტილშია გადაწყვეტილი და მასპინძლების ძვირად ღირებული, საკოლექციო ნივთების ნამდვილი საბადოა.



ფუფუნება 21-ე საუკუნეში არავის უკვირს, თუმცა ამჯერად ნანახმა ყველაზე გიჟურ მოლოდინსაც კი გადააჭარბა. ეს მხოლოდ 320 კვადრატული მეტრის ბინა არ არის - ერთმანეთს ერწყმის ბრიტანელი არქიტექტორების დიზაინერული ფანტაზია და ექსტრავაგანტული სიმდიდრე. 


მასიურ კარს მიღმა აღმოჩნდებით ფართო კვადრატულ დერეფანში, რომელიც თეთრი და ოქროსფერი
ტონებითაა გაფორმებული სარკის ჩანართებით. აქ ყველაფერი ფილმის გადასაღებ მოედანს ჰგავს, სადაც ძალიან მდიდრული იახტაა განთავსებული. მასპინძელმა განმარტა, რომ მათი ბინის ინტერიერი გემის სტილშია გაფორმებული და ამ "გემის" ატმოსფეროს შექმნაში ცნობილი ბრიტანელი არქიტექტორის, გაბან ო'კიფის გარდა არავინ მონაწილეობდა.
ბინა გაყოფილია ორ ნაწილად, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია სამზარეულოთი. ერთი ბლოკი განკუთვნილია მეუღლეებისთვის, მეორე კი - ბავშვებისთვის.


"გეგმა ასეთი იყო, რომ ჩვენ ერთ მხარეს ვიცხოვრებდით, ბავშვები კი მეორე მხარეს. ყველანი სამზარეულოში შევხვდებით ერთმანეთს", - განმარტა პროდიუსერმა.

ბინის კედლებზე არა მხოლოდ ნახატებია, არამედ რეალური საინვესტიციო აქტივი. მფლობელების თქმით, ზღვის პეიზაჟი, რომელიც ბიზნესმენმა სახლის განახლებისას საჩუქრად მიიღო, აუქციონზე დაახლოებით 93 მილიონ რუბლად არის შეფასებული.

ექსკლუზიური საათის მხოლოდ ხუთი ეგზემპლარი არსებობს მსოფლიოში. ვალერიას გარდერობში კი თავს იწონებს ჟან-პოლ გოტიეს უნიკალური ბეწვის ქურთუკი. ვალერიამ განმარტა, რომ მას ბეწვის ქურთუკი აუქციონზე არ უყიდია და ის მას ბევრად ნაკლები დაუჯდა.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დასასვენებელ ოთახს. აქ ჭერი ნამდვილი აბრეშუმისგან არის დამზადებული. რბილი განათება, აღმოსავლური ინტერიერი - ყველაფერი ძვირად ღირებული იახტის გემბანზე არსებულ ჩილიმის ბარს მოგვაგონებს.

ბინაში ბიბლიოთეკა არც ისე ჩვეულებრივია. ეს ტრანსფორმატორია: როდესაც მასპინძელს გართობა სურს, თაროები სპორტულ კუთხედ იქცევა. ყველაფერი მოხერხებულობისა და მრავალფუნქციურობისთვის.

ოფისი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. აქ კედლები გველთევზის კანითაა დაფარული! უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის ყველაზე მაღალბიუჯეტური გადაწვეტა ამ სახლში. სკამები შეკვეთით დამზადდა, ექსკლუზიურად, როგორც ამ ინტერიერში ბევრი რამ.

აღსანიშნავია ასევე მე-18 საუკუნის წმინდა იოსების ხატი, რომელიც საგულდაგულოდ არის დაცული სპეციალურ ქეისში და უძველესი ჭადრაკის ნაკრები, რომელიც 2100 წლისაა. ეს ნივთები უნდა ინახებოდეს გარკვეულ ტემპერატურაზე.


მომღერლის თქმით, ეს მხოლოდ ბინა არ არის და არც ფუფუნებაა ფუფუნებისთვის. ეს გემოვნების, ცხოვრების წესისა და არასტანდარტული გადაწყვეტილებების სიყვარულის ანარეკლია. ეს სახლი მუზეუმს ჰგავს, სადაც ყველა ნივთი თავის ისტორიას ყვება. მაგრამ ინტერიერის მთელი სიმდიდრის მიუხედავად, აქ სუფევს სახლური ატმოსფერო და სიმყუდროვის განცდა.







კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები