სუპერსაშუალება – სულ 3 ინგრედიენტი, არომატი და სუპერსისუფთავე აბაზანაში გარანტირებულია

სახლში არსებული სისუფთავე მის დიასახლისზე მეტყველებს, თუმცა თანამედროვე საქმიან სამყაროში ძალიან ძნელია სახლში სისუფთავის ზედმიწევნით დაცვა და გენერალური დასუფთავებისთვის დროის გამონახვა.

განსაკუთრებულ სისუფთავეს აბაზანა და საპირფარეშო მოითხოვს. მართალია, მაღაზიებში უამრავი საწმენდი და სადეზინფექციო საშუალება იყიდება, თუმცა მრავალი მათგანი ძალიან აშრობს კანს და არცთუ სასიამოვნო არომატით გამოირჩევა.

ჩვენ შემოგთავაზებთ ერთ-ერთი საწმენდი საშუალების რეცეპტს, რომელიც ძალიან მარტივად მზადდება, იდეალურად წმენდს და არომატიც მშვენიერი აქვს.

ამისთვის თქვენ დაგჭირდებათ

* 50 გრ საჭმელი სოდა
* 50 მლ გრ ჭურჭლის სარეცხი სითხე
* 10 წვეთი

ციტრუსის ეთერზეთი

მომზადება

1. მითითებული რაოდენობის სოდა ჩაყარეთ მოსახერხებელ ჭურჭელში



2. დაუმატეთ ჭურჭლის სარეცხი სითხე და კარგად ურიეთ ერთგვარი მასის მიღებამდე



3. ახლა დაუმატეთ 10 წვეთი ეთერზეთი და კიდევ კარგად მოურიეთ



მზად არის, ახლა შეგიძლიათ დაიწყოთ დასუფთავება.



ეს ნაზავი ძალიან მალე ქაფდება, კარგად წმენდს და ადვილად ირეცხება, გარდა ამისა, აქვს სასიამოვნო არომატი.

კომენტარები

თეკლა 2017-03-26 15:45
ამდენი მზა საშუალება იყიდება და რატომ უნდა ვიწვალოთ დამატებით? ეჭვი მეპარება ამის ეფექტურობაში. ეს სასარგებლო რჩევები გადმოწერილია 50-60-იანი წლების ჟურნალებიდან, როცა სხვადასხვა ქიმიური საშუალებები არ არსებობდა. ახლა ეს ცოტა სასაცილოდ გამოიყურება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები