ამ მარტივი რჩევების გამოყენებით თქვენს სახლში მოუწესრიგებლობა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი და სახლის დალაგებაზეც ნაკლები დრო დაგეხარჯებათ.
დაალაგეთ მხოლოდ 10 წუთი
სახლის მთლიანი დალაგება რთული დავალებაა. ამიტომ, ყოველდღიურად ან დღეში ორჯერაც 10 წუთი დაუთმეთ დალაგებას.
რჩევა: უმჯობესია, მტვერი მიკროფიბრას ტილოთი გადაწმინდოთ. ის უკეთესად აცლის ზედაპირს მტვერს.
წაიკითხეთ ასევე: ამ საწმენდ საშუალებებზე მეტი უნდა იცოდეთ - როდის რომელი უნდა გამოიყენოთ
უქმეებზე შეაგროვეთ კვირის სამოსი და ჩამოკიდეთ ერთ საკიდზე. თუ სამსახურში დრეს-კოდი გაქვთ, შეარჩიეთ სამოსი ორშაბათისთვის, სამშაბათისთვის. თუ მკაცრი სამოსით სიარული არ მოგეთხოვებათ, შეარჩიეთ
თუ ხვდებით რომ გარდერობში გრჩებათ ნივთები, რომლებსაც აღარ იცვამთ, გააჩუქეთ და ადგილს ახალ სამოსს გამოუთავისუფლებთ.
კვირაში ერთხელ რევიზია მაცივარში
სასურველია საყიდლებზე წასვლამდე მოიქცეთ ასე. გადაყარეთ ვადაგასული პროდუქტები. თანაც, მიხვდებით, რამდენ ზედმეტ პროდუქტზე ხარჯავთ ფულს ტყუილად. პროდუქტების კვირაში ერთხელ შეძენით დროს მოიგებთ, სხვა დღეებში მხოლოდ პური გექნებათ შესამატებელი.
კვირაში ერთხელ განტვირთვა ფიზიკურიც და სულიერიც
ფურცელზე ჩამოწერეთ თქვენი შიშები, უსიამოვნებები და ეცადეთ გათავისუფლდეთ მათგან, სანამ დეპრესია დაგეწყებათ.
რჩევა: ფსიქიკის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მასზე ძლიერად მოქმედებს შიშები და ნერვიულობა და არა რეალური ფაქტები. თუ შიშებს დაძლევთ, მძიმე ტვირთისგან გათავისუფლდებით და პრობლემებთან მარტივად შეძლებთ გამკლავებას.
ჩართეთ ოჯახი
საოჯახო საქმეები მეუღლესა და შვილებს გადაუნაწილეთ და არასდროს შეასრულოთ სხვების ვალდებულებები. თუ ძაღლი გყავთ, დაავალეთ ბავშვებს გაასეირნონ ის და შინ დაბრუნებულს თათები დაბანონ. აგრეთვე, ბინაში იატაკიც მოწმინდონ.
დალაგების ზონა
10 წუთის გარდა დასალაგებლი ტერიტორია დაყავით ზონებად, მაგალითად, დღეს საპირფარეშო, ხვალ სამზარეულო და არა ყველა ერთად და ქაოტურად.
ნივთების შეგროვება
განსაზღვრულ ადგილებში დადგით კალათები, რომლებშიც მოთავსდება ყველა ის ნივთი, რომელსაც ოჯახის წევრები აქეთ-იქით ყრიან - მეუღლის წინდები, ბავშვების სათამაშოები. კვირაში ერთხელ, ოჯახის წევრებთან ერთად დაალაგეთ კალათები. გასარეცხები ერთად, შესანახებიც ერთად.
გენერალური დალაგება კონკრეტულ ადგილებში
თუ დროის დიდ ნაწილს სამზარეულოში ატარებთ, უქმეებზე გენერალურად დაალაგეთ, სხვა დღეებში - მსუბუქად. ასევე მოიქეცით, თუ დროის დიდ ნაწილს საძინებელში ატარებთ.
რჩევა: გენერალური დალაგებით სისუფთავე უნდა დაამყაროთ თქვენთვის ბინის მნიშვნელოვან ზონაში.
სასიამოვნო სასარგებლოსთან
სახლის დალაგებას, უთოობას ან რეცხვას სანამ დაიწყებთ, ჯერ საკუთარ თავს მიხედეთ, გაიკეთეთ თმის ან სახის ნიღაბი. ან შეგიძლიათ სასწავლო აუდიოგაკვეთილს მოისმინოთ. ამგვარად დროსაც მოიგებთ და საქმესაც მეტი ხალისით შეასრულებთ.