როგორ გავაქროთ უსიმოვნო სუნი ოთახიდან და ნივთებიდან

ლაქების მოსაშორებლად


1. ცხიმის ლაქას შპალერიდან ადვიკად მოაშორებთ, თუ ბამბის დისკს ბენზინში დაასველებთ და მსუბუქად მიადებთ. ცხიმს ბენზინი დაშლის და ქსოვილი შეიწოვს. ლაქების მოსაშორებლად აგრეთვე გამოგადგებათ კბილის ფხვნილისა და ბენზინის ნარევი, რომელსაც ლაქაზე წაუსვამთ. როცა ფხვნილი გაშრება, აკურატულად ჩამოფერთხეთ.

2. ავეჯზე ცხელისგან დარჩენილი შავი ლაქა ლიმონის წვენით დაამუშავეთ. ეს ოპერაცია ლაქის საბოლოო გაქრობამდე შეასრულეთ.

3. ავეჯზე თეთრ ლაქებს კი მზესუმზირის ზეთით მოაშორებთ. ან შეგიძლიათ სკიპიდარი სელის ზეთში შეურიოთ და ლაქა ასე დაამუშაოთ.

4. ქურქიდან ცხიმიან ლაქას მოაშორებთ თუ ბენზინში ან

ლაქის ამომყვან სითხეში დასველებული ტილოთი დაამუშავებთ. შეგიძლიათ სარეცხის საპნიანი წყლით დაამუშაოთ. შემდეგ გააშროთ, არა მზეზე და შეინახოთ.

5. კონსერვიდან დარჩენილ ცხიმს მოაშორებთ, თუ მას ცარცს არ კბილის ფხვნილს წაუსვამთ და მთელი დღე გააჩრებთ.

6. თუ გსურთ ცხიმი სწრაფად მოაშოროთ, დააყარეთ კბილის ფხვნილი, დააფარეთ ქაღალდი და გააუთოეთ.

7. ჩაის ლაქა ლიმონს ამოჰყავს.



უსიამოვნო სუნის მოშორება



1. თუ უსიამოვნო სუნის მოშორება გსურთ ხელებიდან (მაგალითად თევზის, ნივრის და ა.შ.), გაიწმინდეთ ხელები ჯერ მარილით და შემდეგ დაიბანეთ საპნით.

2. თუ ნიორი შეჭამეთ, სუნს ოხრახუში გაგიქრობთ.

3. ტაფას თევზს სუნს მოაშორებთ, თუ ჯერ მარილით გაწმინდავთ შემდეგ კი გარეცხავთ.

4. საჭრელ დაფას უსიამოვნო სუნს (მაგალითად ხახვისას), ისევ მარილით მოაშორებთ.

5. თუ სამზარეულოში უსიამოვნო სუნი დგას, წამოადუღეთ ძმარი და ცოტა ხანი გაანიავეთ სამზარეულო. იმავე მიზნით შეგიძლიათ ცხელ ქურაზე დაყაროთ მარილი ან გააცხელოთ ფორთოხლის ან ლიმონის კანი.

6. თუ ქვაბიდან რძე გადმოგივიდათ, ქურაზე დაესხა და უსიამოვნო სუნი დადგა, დააყარეთ მარილი და დააფარეთ სველი ქაღალდი. სუნი შენობაში აღარ გავრცელდება.

7. შენობიდან საღებავის სუნი რომ განდევნოთ, დახეხეთ ნივრის თავი და ცოტა ხნით ოთახში გააჩერეთ.

8. ოთახიდან ზეთოვანი საღებავის სუნი გავა თუ რამდენიმე ადგილას ფიალით მარილს დადგამთ.

9. თამბაქოს სუნი ზოგჯერ ორპირის დროსაც არ გადის ოთახიდან. ამიტომ, გააღეთ ფანჯარა და სხვადასხვა ადგილას 2-3 ცალი სველი პირსახოცი ჩამოკიდეთ. ისინი შეიწოვენ თამბაქოს სუნს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები