გსურთ სვიტერმა სეზონის ბოლომდე გაგიძლოთ? ჩვენ გასწავლით როგორ უნდა მოუაროთ მას.
როგორ მოვაშოროთ ბუსუსები
სამწუხაროდ, ძვირად ღირებულ სვიტერსაც შეიძლება გაუჩნდეს ბუსესები. ეს მის ხარისხზე კი არ მიუთითებს, შალის თვისებაა. მათ მოსაშორებლად რამდენიმე ვარიანტი არსებობს: შეგიძლიათ `გაპარსოთ~, ან სპეციალური მანქანა გადაატაროთ. სხვათა შორის, ის სახლში უნდა იქონიოთ, თუ სვიტერების მოყვარული ხართ.
როდის გავრეცხოთ
ნებისმიერი სამოსი ხშირი რეცხვის შედეგად ფერსა და ფორმას კარგავს. შალის სვიტერს ხშირად ნუ გარეცხავთ. თუ დაალაქავეთ, თვითონ ის ადგილი გაწმინდეთ, მთლიანად ნუ გარეცხავთ.
იდეალურ ვარიანტში, სვიტერი 4-5 ჩაცმის შემდეგ
როგორ გავრეცხოთ სწორად
ცივი წყალი ჩაასხით პლასტმასის ვედროში დაუმატეთ შალის ნივთების გასარეცხი თხევადი საშუალება. მოურიეთ, ჩადეთ მასში სვიტერი და გააჩერეთ ნახევარი საათი. შემდეგ გაავლეთ სამოსი ცივ წყალში. ცხელი წყალი არ გამოიყენოთ. თუ შალის გასარეცხი სპეციალური საშუალება არ აღმოგაჩნდათ, გარეცხეთ შამპუნით. გაავლეთ თეთრეულის კონდიციონერში. ოღონდ, ცოტა გამოიყენეთ.
გავწუროთ თუ არა
არავითარ შემთხვევაში არ გაწუროთ. აკურატულად მოჭმუჭნეთ, თეთრ პირსახოცზე დააფინეთ, გაუსწორეთ საყელო, მაჯები, რომ არ გაიწელოს და აცადეთ გაშრობა.
სად შევინახოთ
შალის სვიტერები, განსაკუთრებით მძიმე ნაქსოვები საკიდზე არ ჩამოკიდოთ. უმჯობესია დაკეცოთ და ისე შეინახოთ. თუ ჩამოკიდვა უფრო გიხერხდებათ, ფოტოზე როგორცაა ნაჩვენები ისე ჩამოკიდეთ.
სეზონის დასრულების შემდეგ შალის სვიტერი ქსოვილის ტომარაში ან ქაღალდის ყუთში მოათავსეთ და შეინახეთ (არავითარ შემთხვევაში პოლიეთილენისაში, სამოსმა უნდა ისუნთქოს).