7 რჩევა შავი ტანსაცმლის გასარეცხად

შავი ფერის სამოსის რეცხვა ადვილი არაა, რადგან ადვილად ხუნდება და ფერი ეკარგება. გეშინიათ, არ გააფუჭოთ შავი ფერის საყვარელი ბლუზა ან ჯინსი? ისარგებლეთ ჩვენი რჩევით და სამოსი დიდი ხნით შეინარჩუნებს ახალნაყადის იერს.
1. სარეცხისთვის ფერის შესანარჩუნებლად შემდეგნაირად მოიქეცით: ცივი წყლით აავსეთ თასი. დაუმატეთ 2 სადილის კოვზი ძმარი. ჩაალბეთ მასში შავი ფერის სამოსი. გააჩერეთ 20 წუთი, გაწურეთ და გავლების გარეშე გარეცხეთ ჩვეულებრივი წესით.
2. თუ არ გსურთ, სამოსმა ნაცრისფერი შეფერილობა მიიღოს, გამოიყენეთ დელიკატური რეცხვის რეჟიმი. და არ დაგავიწყდეთ, რომ სარეცხის ფხვნლის 1

მწიკვი მარილი უნდა დაუმატოთ.
3.  თასში აავსეთ მდუღარე წყალი. დაუმატეთ ნატურალური შავი ყავა. ნარევი ძლიერი უნდა გამოვიდეს. ჩაალბეთ მასში შავი ფერის სამოსი. გააჩერეთ 20-30 წუთი და ხელით გარეცხეთ. ეს საუკეთესო საშუალებაა, რათა საყვარელმა სამოსმა ფერი დაიბრუნოს.
4.  წესი ნატურალური ქსოვილისგან შეკერილი სამოსის გასარეცხად: განსაკუთრებით, მამაკაცის შარვლის, ქვედაკაბების, პიჯაკების. თასში მოამზადეთ ადუღებული წყლისა და თამბაქოს ნარევი (15 გრამი თამბაქო ერთ ლიტრ წყალზე). გადაწურეთ. ნელ-ნელა გადაიტანეთ ნარევი სამოსზე ჯაგრისით და ცივ წყალში გაავლეთ.
5. კარგი საშუალებაა სამოსის გასაახელებლად ისინი ტუშგარეულ წყალში ჩააალბოთ და გავლების გარეშე გააშროთ თუმცა, ის მხოლოდ ხელით რეცხვისთვის გამოგადგებათ. ამისათვის, ძმრიან თასში გახსენით ტუში და მასში გაავლეთ სამოსი.
6. სამოსისთვის ფერის დასაბრუნებლად და ოფლის სუნის მოსაშორებლად გამოგადგებათ სოდა. ეს იდეალური მეთოდია ბლუზებისა და პერანგებისთვის. გარეცხვის შემდეგ თასში აავსეთ თბილი წყალი, დაუმატეთ 1 ს/კ სოდა და ჩაალბეთ მასშო სამოსი. გააჩერეთ 10-15 წუთი და გაავლეთ.
7. დაბოლოს, ყველაზე მარტივი საშუალება, რომ სამოსმა ფერი არ დაკარგოს, მისი ქიმწმენდაში გასუფთავებაა.

კომენტარები

ნია 2017-03-26 15:36
ამდენ წვალებად ნამდვილად არ ღირს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები