როგორ გავრეცხოთ ბალიში

თუ თქვენს ოჯახში ტრადიციული ბუმბულის ბალიშები თანამედროვე, სინთეტური მასალის ბალიშებმა ჩაანაცვლა, მათი გარეცხვაც დაგჭირდებათ. ბალიშის რეცხვა ბევრი დიასახლისისთვის პრობლემატურია, თუმცა, ამ ფუმფულა საგნის სისუფთავეზე ძილის ხარისხია დამოკიდებული, განსაკუთრებით, თუ მასზე ბავშვს უდევს თავი...
სინთეტიკური ბუბულის ბალიში უმჯობესია ზაფხულში გარეცხოთ. თავდაპირველად შეკერეთ ბიაზის ან მარლის (2 ან სამი პირის) ტომარა.
აკურატულად გახსენით ნაკერები და გადაიტანეთ ბალიშის სინთეტიკური ბუმბული ახალშეკერელ ტომარაში. ეცადეთ, ოთახში, სადაც საქმიანობთ, არ იყოს არც ორპირი ქარი და არც ნიავი.


გასარეცხად მოამზადეთ შემდეგი ნარევი:


200 გრამი სარეცხის საპონი გახეხეთ.

დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ნიშადურის სპირტი
გააზავეთ ხუთ ლიტრ თბილ წყალში.
ამ ხსნარში ჩადედეთ ტომარა და გააჩერეთ 1-1,5 საათი.



დროის გასვლის შემდეგ ტომარა უკვე შეგიძლიათ სარეცხის მანქანაში გარეცხოთ. დააყენეთ ორმაგი გავლების რეჟიმზე. თუ ხელით გარეცხვა გადაწყვიტეთ, გულდასმით გარეცხეთ ბალიში, რომ საპონი ბოლომდე გამოუვიდეს.
გარეცხილი ტომარა პლასტმასის თასში მოათავსეთ, რომ კარგად დაიწუროს. მოგვიანებით გაიტანეთ მზეზე და კარგად გააშრეთ.
ტომარაში არსებული სინთეტიკური ბუმბული კარგად რომ გაშრეს, ტომარა რამდენჯერმე გადააბრუნეთ და ააფუმფულეთ. პროცედურა შეიძლება რამდენიმე დღის განმავლობაში იმეოროთ, სანამ ბულბული კარგად გაშრება, სინესტის სუნი არ უნდა ჰქონდეს. თორემ მას ვეღარც რეცხვით და ვეღარც განიავებით ვერ მოაშორებთ.

რამდენიმე პრაქტიკული რჩევა:
1. ბალიშის პირიც სარეცხის საპნით გარეცხეთ. ამით ის დიდი ხნით დაცული იქნება ჭუჭყისგან.
2. იმისათვის, რომ ბალიში ხშირად არ გაგიხდეთ გასარეცხი, ბალიშსა და ბალიშის პირს შორის კიდევ ერთი პირი უნდა გადააკრათ. ეს შეიძლება იყოს ჩითის ნაჭერი, რომელიც კარგად იწოვს ტენს, ცხიმსა და ოფლს და დაიცავს ბალიშში არსებულ სინთეტიკურ ბუმბულს გაჭუჭყიანებისა და უსიამოვნო სუნისგან.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები