სასარგებლო რჩევები დიასახლისებს - ჭურჭლის სარეცხი ღრუბლის მრავალგვარი გამოყენება

სახლის დალაგება-დასუფთავებაზე არც ერთი დისახლისი არ გიჟდება. განსაკუთრებით ახალგაზრდები. მართალიც არის, მას ხომ ამდენი დრო და ენერგია მიაქვს. ჩვენ შევეცდებით მოგცეთ რამდენიმე საჭირო და ორიგინალური რჩევა, რომელიც სახლის დალაგებაში დაგეხმარებათ და რაც ყველაზე მთავარია, დალაგების პოროცესს მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ.

1. ეს მეთოდი მტვრის სწრაფად მოშორებაში დაგეხმარებათ. მოამზდეთ ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი, საკონდიტრო ასაღები და დანა. გაჭერით ღრუბელი ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები, ჩამოაცვით გაჭრილი ღრუბელი საკონდიტრო ასაღებს, დაასველეთ საპნიან წყალში და შეუდექით საქმეს.


2. ასე დასერილი ღრუბელი კი ძალიან დაგეხმარებათ მტვრის მოშორებაში რთულად მისადგომი ადგილებიდან.

3.jpg" alt="" width="600" />
3. თუ თქვენს ავეჯს მიკროფიბრის გადასაკრავები აქვს, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ. ასეთი ზედაპირის გასაწმენდად ძალიან ეფექტურია ჩვეულებრივი სამედიცინო სპირტი, შეასხურეთ ის დასვრილ ადგილს, კარგად გაწმინდეთ ნაჭრით, ბოლოს კი მიკროფიბრა უხეში ღრუბლით ან ჯაგრისით დაამუშავეთ.


4. იმისათვის, რომ ღრუბელს კარგად მოშორდეს ჭუჭყი ან ცხიმი, ის მთელი ღამით მარილიან წყალში მოათავსეთ. იგივე მეთოდის გამოყენებას გირჩევთ მიკროფიბრის ნაჭრის გარეცხვის დროს.


5. მოათავსეთ ღრუბელი მიკოტალღურ ღუმელში, ყველაზე დაბალ ტემპერატურაზე, რამდენიმე წუთში ყველა მიკრობი განადგურდება.

კომენტარის დამატება