დაზოგეთ დრო - იდეები ტანსაცმლის შესანახად

1. იმისათვის, რომ ტანსაცმელი არ დაიკუჭოს, საკიდს გაუკეთეთ აკვაჯოხის ნაჭერი, როგორც ეს ფოტოზეა ნაჩვენები. ასე შარვლების ხელახლა დაუთოება აღარ მოგიწევთ.


2. იმისათვის, რომ თეთრ ტანსაცმელს მოაშოროთ ყვითელი ლაქები, გამოიყენეთ ჭურჭლის სარეცხი სითხე და წყალბადის ზეჟანგი.



3. გააშრეთ ჯემპრები და მაისურები საკიდზე და მათი დაუთოება აღარ დაგჭირდებათ.



4. თუ ტანსაცმელს ცხიმიანი ლაქა აქვს და არ შორდება, წაუსვით ცარცი, გააჩერეთ ცოტა ხანი და შემდეგ გარეცხეთ. ლაქა მაშინვე მოშორდება.



5. ცხიმიანი ლაქის მოშორება სანთებელის ბენზინითაც შეიძლება. დაასხით ცოტაოდენი სითხე ლაქას და გააჩერეთ ცოტა

ხანი, სანამ სითხე არ აორთქლდება. გაიმეორეთ პროცედურა იმდენჯერ, სანამ საბოლოოდ სასურველ შედეგს არ მიიღებთ.



6. ბალიშებს ძველ სიქათქათეს სარეცხის ფხვნილი და მათეთრებელი დაუბრუნებს.



7. იმისათვის, რომ პირსახოცებს არასასიამოვნო სუნი მოშორდეს, დაალბეთ ის ორი საათით სარეცხი ფხვნილის, წყლისა და თეთრი ძმრის ნაზავში. 5 ლიტრ წყალს დაჭირდება 200 გრ ძმარი და 50 გრ სარეცხის ფხვნილი.



8. ტანსაცმლიდან მელნის მოშორებაში კი ფანჯრების საწმენდი დაგეხმარებათ. დაასხით ეს სითხე ლაქას და გააჩერეთ 5 წუთით. ამის შემდეგ გარეცხეთ სარეცხის მანქანაში.



9. თუ ხელთ არ გაქვთ უთო და მაისური დასაუთოებელი გაქვთ, მიმართეთ შემდეგ ხრიკს: დანამეთ მაისური და შემდეგ გააშრეთ თმის საშრობი ფენით.



10. და ბოლოს, იმისათვის, რომ ლაქებიანი ტანსაცმელი არ გქონდეთ, მოამზადეთ სპეციალური ყუთი, რომელშიც ყოველთვის გექნებათ სოდა, ძამრი, წყალბადის ზეჟანგი, მათეთრებელი, სარეცხის საპონი, მარილი, ნიშადურის სპირტი, ბენზინი, ლიმონის მჟავა, სკიპიდარი და აცეტონი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები