საწებლის რეცეპტი, რომელიც 48 საათში 8000-ზე მეტმა ადამიანმა გააზიარა

ჟურნალისტ ნინო კვაჭანტირაძის ”საფირმო” საწებლის რეცეპტი არნახულად პოპულარული გამოდგა და თავად რეცეპტის ავტორიც გაოგნებას ვერ მალავს. ”ქართული ფეისბუქის ისტორიაში უპრეცედენტო ამბავია -პომიდვრის საწებლის ჩემი რეცეპტი 48 საათში გაიზიარა 8224 ფეისბუქმომხმარებელმა”, - წერს ნინო.

გავიგოთ, რა რეცეპტზეა საუბარი:

”აი, ვინც ზამთარში ამ საწებლის რეცეპტს მთხოვთ, ახლა გეუბნებით, ამის გაკეთების სეზონი ახლაა და არ დაიზაროთ, უადვილესია:
10 კილო პომიდორს ამოაჭერით ყუნწები, გადაჭერით შუაზე და ჩაყარეთ ქვაბში + 1 კილო გასუფთავებული სტაფილო, 2 კილო გათლილი, დაჭრილი ვაშლი, 2 კილო ბულგარული წიწაკა, 500 გრამი
მწარე წითელი წიწაკა, 1 კილო გაფცქვნილი ხახვი, 3 თავი ნიორი, ყველაფერი ერთად უნდა მოიხარშოს. რომ გაგრილდება დავაბლენდერებთ, დაუმატებთ მარილს გემოვნებით და 10 გრ (20 აბი) ასპირინს, ჩავასხამთ დამდუღრულ ქილებში ან ბოთლებში და ვინახავთ გრილ ადგილზე (გამოდის 20-22 ნახევარლიტრიანი)
მოკლედ, ეს საწებელი გემრიელია ხორცთან, კარტოფილთან და წიწიბურასთანაც კი. ასევე აგემრიელებს წვნიანებს და ბოლო-ბოლო პურთან ერთადაც შეგიძლიათ მიირთვათ, განსაკუთრებით მარხვაში. " - წერს ნინო.

კომენტარები

რუსუდან 2023-05-06 18:25
მეც ვაკეთებ.ეხლა ორჯერ მეტი დაჯდება ????????????????????????????????????????
რუსუდან 2023-05-06 18:24
ეხლა 2-ჯერ მეტი დაჯდება.მეც ვაკეთებ.????????????????????????
ირმა 2021-09-14 15:37
3 თავი ნიორი არ ეყოფა არაფრით
ფდჰჯ 2020-09-03 03:11
2017 წელს ძალიან იაფი ყოფილა ყველაფერი ???? ეხლა ერთი 40 ლარამდე დამიჯდა ????
lana 2020-08-27 20:35
ყოველთვის ვადუღებდი და მდუღარეს ვასხავდი და ვხუფავდი. წელს ასპირინი ვუყავი და მეორე დღეს სულ აიბერა. გავხსენი გემო პარგი აქ და რა ვქნა? წამოვადუღო თუ თავისით დაიდუღებს.იქნებ მიპასუხოთ

კომენტარის დამატება