როგორ დავამყაროთ წესრიგი აბაზანაში

ვიწრო, პატარა ზომის აბაზანაში, მით უმეტეს, თუ კარადების ნაკლებობაც იგრძნობა, წესრიგის დამყარება ძალიან რთულია. ამჯერად შევეცდებით შემოგთავაზოთ რამდენიმე ფუნქციური, პრაქტიკული გადაწყვეტილება, თუ როგორ შეიძლება თქვენი აბაზანა მუდმივად მოწესრიგებული იყოს.

სივრცე უნიტაზის თავზე
უნიტაზის თავზე, როგორც წესი, თავისუფალი სივრცე რჩება ხოლმე. ეცდეთ ამ ადგილას გააკეთოთ პატარა, ვიწრო თაროები, სადაც ასევე შეძლებთ როგორც კოსმეტიკური საშუალებების, ისე პატარა ყუთების განთავსებას.

ნიჟარა
თუ თქვენი ნიჟარა იძლევა ამის საშუალებას და ირგვლივ არის თავისუფალი ადგილი, ასევე გამოიყენეთ ყუთების დასადებად, სადაც საჭირო ნივთებს მოათავსებთ.

მაგნიტური
დაფა

მაგნიტური დაფა დეკორატიული კოსმეტიკის შესანახი მშვენიერი ადგილი არის.

მინი სტელაჟი ნიჟარასთან
დამატებითი სათავსოს გაკეთება ისეთ ადგილასაც არის შესაძლებელი, თუ ერთი შეხედვით ამის ადგილი უბრალოდ არ არსებობს.

ფარდის საკიდი
ფარდის საკიდმა ან უბრალოდ ალუმინის ჯოხმაც შეგიძლიათ გაგიწიოთ ძალიან კარგი დახმარება.

გორგოლაჭებიანი მაგიდა
ვინ თქვა, რომ გორგოლაჭებიანი, იგივე ბარის მაგიდა მხოლოდ სასმელების შესანახად ან მისართმევად არის განკუთვნილი, მას დამატებითი ფუნქციების შესრულებაც შეუძლია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები