საოჯახო ქიმიის რომელი საშუალებების არევა არ შეიძლება ერთმანეთში - დაიხსომეთ!

ეს ქიმიური საშუალებები საკმაოდ იაფია და ეფექტურიც, ასე რომ, მათ ყოველდღიურად ხშირად ვიყენებთ, თუმცა სასურველია ვიცოდეთ, რომელი ნივთიერებების ერთად არევა არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი სავალალო იქნება.

1. მათეთრებელი ქლორი და სპირტი

2. მილების საწმენდი საშალებების ერთად არევა ძალიან საშიშია. არასდროს გამოიყენოთ მაშინვე ერთი საშუალების შემდეგ მეორე საშუალება.

3. ასევე არ შეიძლება წყალბადის ზეჟანგისა და ძმრის ერთად ხმარება.

ამბობენ, რომ დეზინფექციის მიზნით სასურველია სამზარეულოს ზედაპირი ჯერ ძმრით დაამუშავოთ და შემდეგ ზეჟანგით (ე.წ. პერეკისით). ამ რჩევას არსებობის უფლება ნამდვილად აქვს, ოღონდ
იმ შემთხვევაში, თუ ძმარს კარგად გავამშრალებთ და მხოლოდ შემდეგ ვიხმართ ზეჟანგს. ამ ორი საშუალების ერთად არევას კი არ გირჩევთ, მართალია, ეს ნაზავი სიცოცხლისთვის საშიში არ არის, თუმცა ხანძრის საშიშროება კი ნამდვილად იარსებებს.

4. ქლორის მათეთრებელი და ძმარი

ერთი შეხედვით სადეზინფექციო მშვენიერი საშუალებაა, თუმცა თავის შეკავებას გირჩევთ.

5. ქლორის მათეთრებელი და ამიაკის შემცველი საშუალება

ამ ორი ნივთიერების ნაზავი ტოქსიკური ნივთიერებაა. არ გამოიყენოთ ისინი ერთად.
საბოლოოდ შეგვიძლია დავდოთ შემდეგი დასკვნა - არასდროს შეურიოთ ქლორის მათეთრებელს არაფერი, გარდა სუფთა წყლისა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები