როგორ მოვაშოროთ ჭურჭელს ნაკაწრები

ბევრ დიასასხლისს აწუხებს კითხვა, თუ როგორ შეიძლება მოაშოროს თეფშებსა თუ ჭიქებს დანა-ჩანგლისა თუ კოვზისგან წარმოქმნილი მუქი ფერის ნაკაწრები. დაგამშვიდებთ და გეტყვით, რომ საამისოდ არსებობს უმარტივესი მეთოდი და თქვენს კითხვასაც ვუპასუხებთ.

ეს ნაკაწრები წარმოიქმნება მეტალისაგან და ისე გამოიყურება, თითქოს ჭურჭელს ფანქრით აქვს ხაზები გაკეთებული. მის მოსაშორებლად ძალიან იაფი და ეფექტური ხერხი არსებობს - ჩვეულებრივი სოდა.

შეურიეთ წყალი და სოდა ერთმანეთს, ისე, რომ მიიღოთ ერთგვარი მასა.



აიღეთ მიკოფბრის ხელსხოცი და ეს მასა ნაკაწრებზე დაიტანეთ კარგად წაუსვით.



ზოგიერთი დიასახლისი მეტალის ღრუბელს ანიჭებს უპირატესობას,
თუმცა ეცდეთ ძალიან ძლიერად არ წაუსვათ, რათა ჭურჭელი არ დააზიანოთ.



სხვაობა მაშინვე თვალშისაცემი იქნება.



ამის შემდეგ ჭურჭელი კარგად გარეცხეთ.



მარტივი და ეფექტური ხერხია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები