თვლით, რომ კარგი დიასახლისი ხართ, მუდმივად ალაგებთ და ასუფთავებთ სახლს, თუმცა უსიამოვნო სუნს ვერაფერი მოუხერხეთ? შევეცდებით დაგეხმაროთ მიზეზის მოძიებაში და არც მთავარია, მის აღმოფხვრაში.
ყველა სუნი, სასიამოვნო თუ უსიამოვნო ორი გზით ვრცელდება. არსებობს სუნის წარმოქმნის და მისი გავრცელების წყარო. აი, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება.
კანალიზაცია
შხაპის მიღების და ჭურჭლის რეცხვის დროს წყალს გატანებული ჭუჭყი თავს მილებში იყრის, ონკანის სიფონშიც ილექება. თითქოს ის სუნს არ უნდა წარმოქმნიდეს, თუმცა ფაქტია, რომ უსიამოვნო სუნი ხშირად გვაწუხებს. როგორ უნდა მოვიქცეთ და რა უნდა ვქნათ
ამ შემთხვევაში?
პირველ რიგში დარწმუნდით, რომ თქვენს ნიჟარას აქვს სიფონი.
თუ სიფონი არსებობს, თუმცა უსიამოვნო სუნი მაინც გაწუხებთ, ე.ი. მილში რაღაც არის გაჭედილი.
პროფილაქტიკის მიზნით სამ-ოთხ თვეში ერთხელ გაასუფთავეთ თქვენი სიფონი. აბაზანა სპეციალური სითხით დაამუშავეთ.
თუ ამ საშუალებებმაც არ გიშველათ, ჯობს სანტექნიკს მიმართოთ.
ვენტილაცია
შესაძლოა, ის ისე არ მუშაობს, როგორც საჭიროა. მოხსენით თქვენს ვენტილაციის სისტემას თავსახური და კარგად გაწმინდეთ მტვერსასრუტით. ასე მოაშორებთ მტვერს, რომელიც ასე კარგად ინახავს სუნს.
ეცადეთ კარგად გაწმინდოთ გამწოვი. თუ თავად ვერ გაუმკლავდით ამ პროცესს, ჯობს დასახმარებლად სპეციალისტებს მიმართოთ.
თუ აბაზანაში ობია, ეცადეთ ყელაფერი სპეციალური ანტიბაქტერიული საშუალებებით დაამუშავოთ.
მტვერი
მტვერი იწოვს და ინახავს სუნს. უსიამოვნო სუნისა და მტვრის დაგროვების ადგილი ის არის, სადაც ყველაზე იშვიათად შეიხედავთ ხოლმე.
მაგალითად, ყველამ კარგად იცის, რა რთულია გაზქურის უკნიდან და გვერდიდან მტვრის გამოწმენდა. გირჩევთ მორიგი დასუფთავების პროცედურის შემდეგ ამ ადგილებში სოდა მოაფრქვიოთ. ასე ამ ადგილების გასუფთავება ბევრად გაგიმარტივდებათ, ცხიმიანი საკვების ნარჩენები იატაკს აღარ მიეწებება და მტვერსასრუტით მისი აღება უფრო მარტივი იქნება.
ასევე გირჩევთ მოაშოროთ სახლიდან ხელოვნური ყვავილები, ძველი, გამოუსადეგარი წიგნები თუ გაზეთები.
მაცივარი
პირველ რიგში დარწმუნდით, რომ მაცივარში არსად დევს ყველის ან თევზის ნაჭერი. ბოსტნეულის და ხილის ნარჩენები მაცივრის უჯრაში ლპობას იწყებს და რა თქმა უნდა, უსიამოვნი სუნს იწვევს.
კარგად და ხშირად გამოასუფთავეთ მაცივარი, გარეცხეთ ხოლმე ქილები გარედან, შეამოწმეთ, რომ ყველა პროდუქტი თავდახურული იყოს.