რატომ უნდა გაირეცხოს ცალკე და ხშირად, სამზარეულოსა და აბაზანის პირსახოცები და როგორ მოვაცილოთ ლაქები ჩაის ტილოებს - გამოცდილი რჩევები

თურმე, ერთი და იმავე ჩაის ტილოს 7 დღის განმავლობაში გამოყენება შესაძლოა სერიოზული ინტოქსიკაციის მიზეზი გახდეს. ამიტომ კვირაში ერთხელ მაინც სასურველია, გამოიცვალოს ჩაის ტილოც და პირსახოციც აბაზანაში, რომელზეც ხელებს და სახეს ვიმშრალებთ. თანაც, უნდა გაირეცხოს აუცილებლად ცალკე და არა ტანსაცმელთან და მით უმეტეს, საცვლებთან ერთად! და კიდევ, სასურველია, გაირეცხოს ე.წ. გამოხარშვის რეჟიმზე, რომელიც ყველა სარეცხ მანქანას აქვს. 

მით უმეტეს, რომ ბევრი დიასახლისი არ იყენებს ჩაის ტილოს მხოლოდ ხელების შესამშრალებლად - ხან მაგიდასაც გადაუსვამს, ხან ცხელ ქვაბს წაეტანება, ხანაც თეფშებს შეამშრალებს.

მეცნიერებმა სხვადახვა ოჯახში
გამოყენებული 100 ცალი ჩაის ტილო შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო ბევრი ფუნქცია აქვს ჩაის ტილოს, მით უფრო სახიფათოა იგი.
ჩაის ტილოებზე აღმოჩნდა ენტეროკოკი, სალმონელა და ოქროსფერი სტაფილოკოკი.

ხელების წმენდის დროს ეს ბაქტერიები ძალიან მარტივად ხვდება თქვენს ორგანიზმში და იწვევს სერიოზულ ინტოქსიკაციას.
რაც მეტი წევრია ოჯახში, მით მეტია ბაქტერიების რაოდენობაც.

დასკვნა კი ასეთია, თუ გსურთ შეინარჩუნით ჯანმრთელობა, უნდა დაიცვათ ჰიგიენა და სისუფთავე. ყველაზე მარტივი გამოსავალი ქაღალდის ხელსახოცების გამოყენებაა, რომელსაც მაშინვე გადაყრით, თუმცა ეს ცოტა ძვირი სიამოვნებაა.

თუ ამის საშუალება რა გაქვთ და ჩაის ტილოების რეცხვა გიწევთ, გირჩევთ, როგორ უნდა გარეცხოთ ის.


1. მარილი
მარილი ლაქებისგან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ. 5 ლიტრ წყალში 5 სუფრის კოვზი მარილი გახსენით. ტილოები ამ ხსნარში 1 საათით ჩაალბეთ.


2. სარეცხის საპონი
ასევე ძალიან ეფექტურია ლაქების ამოსაყვანად სარეცხის საპონი. კარგად წაუსვით სარეცხის საპონი ტილოს და მთელი ღამით პოლიეთილენის პარკში გააჩერეთ. ამის შემდეგ კარგად გარეცხეთ.


3. მცენარეული ზეთი

10-ლიტრიან ქვაბში აადუღეთ 5-7 ლიტრი წყალი. როდესაც წყალი ადუღდება, გამორთეთ ქურა და დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი სარეცხის ფხვნილი, 2 სუფრის კოვზი ზეთი და ამდენივე ნებისმიერი მათეთრებელი.
კარგად მოურიეთ. ჩაყარეთ ტილოები, დაახურეთ ქვაბს და დაელოდეთ წყლის გაციებას. შემდეგ ამოიღეთ ტილოები და გაუწურავი მოათავსეთ სარეცხის მანქანაში.


4. ნიშადურის სპირტი
გააზავეთ 1:1-ზე ნიშადურის სპირტი და წყალი და ჩაალბეთ ჩაის ტილოები, შემდეგ გარეცხეთ.

5. წყალბადის ზეჟანგი

ლაქიანი ადგილები დაასველეთ წყალბადის ზეჟანგში, გააჩერეთ ნახევრი საათი და კარგად გარეცხეთ. ის კარგად აშორებს ნებისმიერი წარმომავლობის ლაქებს.


6. გათეთრება მდოგვის ფხვნილით

დიდ თასში ჩაყარეთ 3 სუფრის კოვზი სარეცხის ფხვნილი, 3 სუფრის კოვზი მათეთრებელი ფხვნილი, 3 სუფრის კოვზი საჭმელი სოდა და 3 სუფრის კოვზი ჩვეულებრივი მცენარეული ზეთი.
დაასხით ცხელი ქაფქაფა წყალი და ჩაალბეთ ტილოები. დატოვეთ მთელი ღამით, დილით კი ამოწურეთ და მანქანაში გარეცხეთ.
ამ წესით შეგიძლიათ თეთრი ბამბის ქსოვილის ნებისმიერი ნაწარმი - პირსახოცი, მაისური ან პერანგებიც დააქათქათოთ.

როგორ დავუბრუნოთ სიქათქათე გაყვითლებულ ტილოებს და პირსახოცებს? 
მდოგვის ფხვნილი გახსენით ცხელ წყალში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, წაუსვით ტილოს და გააჩერეთ 6-8 საათი. შემდეგ კარგად გარეცხეთ. ეს მეთოდი არა მარტო გაათეთრებს თქვენს ტილოებს, არამედ დეზინფექციასაც გაუკეთებს.


კომენტარები

თათა 2023-04-05 15:52
ეს ყველა რჩევა არის ლაქების ამოსაყვანად და მათეთრებელი საშუალება, რომლებსაც მუდმივსდ იყენებდა წინა თაონა( დედაჩემის). ზუსტი შესატყვისი და მართებული ახსნა იქნებოდა,თუ სათაურშიც მიუთითებდით და ტექსტშიც,რომ მხოლოდ ხელით თუ სარეცხ მანქამაში ჩაის ტილოს,პირსახოცის,თეთრეულის და საცვლების გარეცხვა არ კმარა, მათ სჭირდებათ ის ხარშვა და სპეც.დამუშავება ამ სხვადასხვა დაავადების თავიდან ასაცილებლად.
ucnobi. 2020-07-08 19:01
რატომ აყენებთ სხვადასხვა დიასახლისებს შეურაცხყოფას ეს ერთი 2.არსებობს ღარიბი ოჯახებიც თანაც იმდენად ღარიბები რომ სხვადასხვა სახის ტილოებს ვერ ყიდულობენ და ამიტომ აუცილებლად სულელი უნდა დაუძახოთ?როდესაც კომენტარს წერთ ძალიან გთხოვთ ასჯერ გავზომოთ და ერთხელ გავჭრათ.
გუკა 2018-08-14 15:13
ჩაის ტილო სხვაა და მაგიდის სხვა! ვინ იყენებს ჩაის ტილოს ხან მაგიდის გადასაწმენდად და ხან თეფშების გასამშრალებლად? ან თუნდაც ხელის გასამშრალებლად? ამ საქმეებისათვის სხვადასხვა ტილოები არსებობს!!!
xlaliko 2018-07-24 14:27
""რომელი დიასახლისი იყენებს ჩაის ტილოს მხოლოდ ხელების გასამშრალებლად? ხან მაგიდას გადავუსვამთ, ხან ცხელ ქვაბს წავეტანებით, ხანაც თეფშებს შევამშრალებთ" რომელი და სულელი დიასახლისი თუ გამოიყენებს. აბა ჭკვიანს ცალ–ცალკე აქვს ტილოები და დროულადაც ცვლის

კომენტარის დამატება