ქალის წინდა, სანთელი და კიდევ 8 ნივთი, რომელიც ახლავე უნდა მოათავსოთ საყინულეში

ფიქრობთ, რომ საყინულე მხოლოდ პროდუქტის შესანახად არსებობს?
ნურას უკაცრავად, გაგაცნობთ იმ ნივთებს, რომელთაც ძალიან მოუხდებათ საყინულე.

ელემენტები
ეს განსაკუთრებით მრავალშვილიან ოჯახებს ეხებათ, რომელთაც ბევრი ელემენტიანი სათამაშო აქვთ, ჰოდა, აბა სცადეთ და ელემენტები საყინულეში მოათავსეთ. ისინი უფრო დიდხანს მოგემსახურებიან. თქვენ შეიძლება არ იცით და გეტყვით, რომ ოთახის ტემპერატურაზე ელემენტები ბევრად სწრაფად ჯდება.

ჯინსები
ხშირი რეცხვა ჯინსებს აფუჭებს. სუფთად რომ მოახერხოთ ჯინსების შენახვა და არც იერ-სახე შეულახოთ ის დროდადრო საყინულეში მოათავსეთ.

სანთელი
თუ რომანტიული საღამოს მოწყობა გაქვთ დაგეგმილ სანთლის შუქზე, გირჩევთ საღამომდე
სანთლები საყინულეში მოატავსოთ. ასე ის უფრო დიდხანს მოგემსახურებათ.

ქალის წინდა
ყიდვისთანავე წინდა საყინულეში მოათავსეთ, ასე ის უფრო გამძლე გახდება და სწრაფად აღარ დაიხევა.

ღვინო
თუ წვეულების შემდეგ წითელი ღვინო დაგრჩათ, ნუ იჩქარებთ მის გადაქცვევას, მით უმეტეს, რომ ნაკლულული ბოთლის შენახვა არ შეიძლება. აიღეთ ყინულის ფორმა, ჩაასხით დარჩენილი წითელი ღვინო და გაყინეთ. ასეთი კუბები შეგიძიათ ანალოგიური ტიპის სასმელის გასაციებლად გამოიყენოთ ან კერძებში მოიხმაროთ.

კოსმეტიკა
ტუჩის კონტურები, განსაკუთრებით რბილი ფაქტურის, ხშირად გვიტყდება, ეს უფრო ხშირად ცხელ დღეებში ხდება ხოლმე. მოათავსეთ თქვენი კოსმეტიკა 30 წუთის განმავლობაში საყინულეში და მაკიაჟის გაკეთება ბევრად მარტივი იქნება.

ფეხსაცმელი
ხშირად ხდება, რომ ოფლით გაჟღენთილ ფეხსაცმელს უსიამოვნი სუნი ასდის, მისი გარეცხვა კი არ არის მიზანშეწონილი. ასეთ დროს გირჩევთ მოათავსოთ სუფთა ფეხსაცმელი პოლიეთილენის პარკში და შედოთ საყინულეში. ასე სუნიც გაქრება და ფეხსაცმელსაც გადაარჩენთ.

ახლად ლაქწასმული ფრჩხილები
ნუ გიკვირთ, იმისათვის რომ ფრჩხილზე ლაქი სწრაფად გაშრეს და არ გაფუჭდეს, რამდენიმე წამით ხელები საყინულეში შეალაგეთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები