ეს 10 ნივთი სამზარეულოში ყოფნას გაგიმარტივებთ

ის დრო, როდესაც სამზარეულოში ფუსფუსი მძიმე რუტინად ითვლებოდა, წარსულს ჩაბარდა. სამზარეულოს თანამედროვე გაჯეტებმა იმდენი ქნა, რომ საჭმლის კეთება თითქმის ნებისმიერი დიასახლისის საყვარელ საქმედ იქცა, და არა მარტო დიასახლისის, სხვათა შორის. საქმე ის გახლავთ, რომ ურთულესი კერძების მომზადებაც კი დღეს ძალიან გამარტივებულია და შესაბამისად, დროსაც ნაკლებს მოითხოვს, თანამედროვე ულამაზესი აქსესუარების გამოყენება კი მხოლოდ სიამოვნებას ანიჭებს ადამიანებს.
წარმოგიდგენთ ზოგიერთ მათგანს, რომელთა არსებობის შესახებ შესაძლოა არც კი იცოდეთ, არადა, ძალიან გამოგადგებოდათ.

1. მოხარშული ბოსტნეულის პრესი


თუ პიურეების მოყვარული ბრძანდებით, ეს ნივთი აუცილებლად უნდა
გქონდეთ. მისი წყალობით სულ რამდენიმე წუთში უნაზეს და უგემრიელეს კერძს მოამზადებთ.

2. მოხარშული კვერცხის ამოსაღები

ამ სილიკონის სახელურიანი ამოსაღებით საუზმეზე ასე სასარგებლო მოხარშული კვერცხის მომზადება კიდევ უფრო სასიამოვნო პროცესად იქცევა.

3. კულინარიული კოვზი ხუთი ერთში

თუ თქვენი სამზარეულო პატარა ზომისაა და არ გაქვთ ბევრი ნივთის მოთავსების საშუალება, ასეთი კოვზი აუცილებლად უნდა იქონიოთ, არც ბევრ ადგილს წაგართმევთ და მრავალი ფუნქციაც გააჩნია.

4. სიტოიანი წვენსაწური

ნატურალური ფრეშის მოყვარულები აუცილებლად სათანადოდ შეაფასებენ ამ მოწყობილობას.

5. სოუსის მოსამზადებელი ქილა

სოუსების მოყვარული თუ ბრძანდებით, ასეთი ქილა აუცილებლად დაგჭირდებათ და ნახავთ, როგორი კმაყოფილი დარჩებით.

6. სუნელების ჩასახარში კოვზი

წარმოუდგენელია მთავარი კერძი სანელებლების გარეშე. აბა, წარმოიდგინეთ ასეთი კოვზი და მთავარი კერძის მომზადების პროცესი.

7. შეიკერი

ეს შეიკერი კი ცხობის მოყვარულებს საქმეს ბევრად გაუმარტივებს.

8. ხორცის საჭრელი დაფა

ეს ორმხრივი დაფა ადგილსაც დაგიზოგავთ და საქმესაც გაგიმარტივებთ.

9. შპრიცი-მარინატორი

დამარინადების პროცესის გასამარტივებლად, ასევე სანელებლების უკეთ გადასანაწილებლად ეს შპრიცი ძალიან გამოგადგებათ.

10. საწურიანი ქვაბი

თუ მაკარონი თქვენი საყვარელი კერძია, ვფიქრობთ, ასეთი ქვაბი სამზარეულოში აუცილებლად უნდა გქონდეთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები