ძნელია თანამედროვე საცხოვრებლის ავტომატური სარეცხის მანქანის გარეშე წარმოდგენა. შევყრით სარეცხს,დავაჭერთ ღილაკს ხელს და ცოტა ხანში გარეცხილს ვიღებთ. ვინ იტყვის უარს ასეთ დამხმარეზე. ჰოდა. დიდხანს რომ გვემსახუროს, დამხმარე ქალბატონს სათანადო მოვლაც ჭირდება.
სარეცხის მანქანის წმენდა
სტატისტიკის მიხედვით, სარეცხის მანქანის დაზიანების მთავარი მიზეზი ნადები და ფილტრია. ნადების, ქსოვილის და ფხვნილის ნარჩენებისგან წმენდა სარეცხი მანქანის დაცვის მთავარი პირობაა. სარეცხის მანქანის მთავარი ნაწილი მისი გამაცხელებელია, რომელიც უზრუნველყოფს წყლის ტემპერატურას, დროთა განმავლობაში ის იკეთებს ნადებს და მანქანა მწყობრიდან გამოდის.
წმენდა ლიმონმჟავით
ნადებისაგან გასაწმენდად ძალიან ეფექტურია
ლიმონმჟავა. 5 კგ-იან სარეცხის მანქანას 100-120 გრ მჟავა დაჭირდება. ჩავყაროთ ლიმონმჟავა ფხვნილის განყოფილებაში, და ჩავრთოთ მანქანა 60 გრადუსზე და ვამუშაოთ ერთი საათი.
ფილტრის წმენდა
თუ დაუშვებთ ფილტრის ძლიერ დაბინძურებას, წყლის გადინებას პრობლემა შეექმნება. სწორედ ამიტომ სპეციალისტები გვაძლევენ რეკომენდაციას ფილტრი ხშირ-ხშირად ვწმინდოთ. ამის გაკეთება რთული არ არის, როგორც წესი, ეს დეტალი სარეცხის მანქანის ქვედა ნაწილში მდებარეობს. გამოაღებთ ლუქს, გამოიტანთ რეზინის შლანგს გარეთ, შემდეგ დაატრიალებთ ფილტრს საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით, გამოიღებთ და კარგად გაწმენდთ. სასურველია გაიწმნდოს შიდა ნაწილიც, სადაც ფილტრია მოთავსებული, კარგად ამშრალებთ და ისევ ამაგრებთ ფილტრს და ბოლოს ლუქს.
დროთა განავლობაში ნადებს იკეთებს ფხვნილის ჩასაყრელი პანელიც. ხშირად ობდება კიდეც. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად გამოიღეთ ფხვნილის ჩასაყრელი კონტეინერი, კარგად გარეცხეთ და ისე დაამაგრეთ. თუ საჭირო გახდა, კონტეინერი ჯაგრისით და სახეხი ფხვნილითაც კი უნდა დაამუშაოთ.
რეზინის გასაწმენდად შეურიეთ წყალს მათეთრებელი პროპორციით 1:1-ზე, დაასველეთ ტილო და კარგად გაწმინდეთ რეზინა. თუ არ უშველა, შეგიძლიათ სველი ტილო რეზინაზე ერთი საათით გააჩეროთ, ამის შემდეგ დაამუშავოთ კბილის ჯაგრისით და კარგად გაწმინდოთ.