სპორტული ბოტასი თუ კედი ბევრი ადამიანის საყვარელი ფეხსაცმელია, თუმცა მის სისუფთავეზე განსაკუთრებული ზრუნვა გვიწევს ხოლმე, ფაქიზია და სწრაფად ისვრება.
ბევრ დიასახლისს აინტერესებს, როგორ შეიძლება გავრეცხოთ ბოტასები ეფექტურად და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია - ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.
სარეცხის მანქანაში რეცხვა
სრულფასოვანი რეცხვა უზრუნვეყოფს ფეხსაცმლის ღრმა წმენდას და ასევე კარგად აისახება მის ვიზუალზე. თუმცა ამის თქმა მხოლოდ ტექსტილის ფეხსაცმელებზეა შესაძლებელი. ცნობილი, წამყვანი სპორტული ბრენდები არ უწევენ რეკომენდაციას მათი ნაწარმის სარეცხის მანქანაში რეცხვას.
ნებისმიერი სახის ფეხსაცმლის გარეცხვამდე გირჩევთ კარგად გაეცნოთ ინსტრუქციას კონკრეტული მოდელის მოვლასთან
დაკავშირებით. თუ ფეხსაცმლის ყუთზე ან იარლიყზე გამოსახულია კვადრატიში მოთავსებული გადახაზული წრე, ამ მოდელის სარეცხის მანქანაში რეცხვა დაუშვებელია.
არ გირჩევთ მანქანაში გარეცხოთ ზამშეს, ტყავის, კომბინირებული მასალის, ასევე დეკორატიული ელემენტების მქონე ფეხსაცმელები.
მანქანით რეცხვის პრინციპი
მოხსენით ფეხსაცმელს თასმები და ამოაცალეთ საფენები. ეს ატრიბუტები ცალკე ირეცხება.
მოაშორეთ ზედაპირული ჭუჭყი, იქნება ეს მტვერი თუ ტალახი. არ მოათავსოთ სარეცხის მანქანაში ორ წყვილზე მეტი.
თუ თქვენს მანქანას აქვს რეჟიმი "სპორტული ფეხსაცმელი", აირჩიეთ ეს რეჟიმი, თუ არა - "დელიკატური რეცხვა". ბრუნების რაოდენობა არ უნდა იყოს 400-500-ზე მეტი. თუ წურვა ვერ რეგულირდება, ჯობს ეს ფუნქცია საერთოდ გათიშოთ. ფეხსაცმლის რეცხვის დროს დაშვებული ტემპერატურა 30, მაქსიმუმ 40 გრადუსია. მანქანის საშრობის გამოყენება დაუშვებელია.
ფხვნილმა შესაძლოა კვალი დატოვოს, ამიტომ უმჯობესია გამოიყენოთ სარეცხის სითხე ან კაფსულა.
უმჯობესია ფეხსაცმელები სპეციალურ ბადეში მოათავსოთ. ასევე გირჩევთ მასთან ერთად მანქანაში ძველი პირსახოცი მოათავსოთ, ის შეარბილებს რეცხვის პროცესს და ფეხსაცმელები ნაკლებად დაზიანდება.
და ბოლოს, რეცხვის პროცესის დასრულების შემდეგ ფეხსაცმელი ჰორიზონტალურად მოათავსეთ სწორ ზედაპირზე ოთახში, რომელიც კარგად ნიავდება. მოარიდეთ გათბობასა და მზის პირდაპირ სხივებს. არ გამოიყენოთ ასევე თმის საშრობი.
რეკომენდაციები ხელით რეცხვის დროს
ხელით გირჩევთ ტყავის და ტექსტილის ფეხსაცმლის დამუშავებას. თავდაპირველად ასეთ ფეხსაცმელსაც უნდა მოაშოროთ თასმები და საფენები. ტყავის ფეხსაცმელი ირეცხება ნელთბილ საპნიან წყალში. ტექსტილის ფეხსაცმელი ცოტა ცხელში, დაახლოებით 40 გრადუსზე, ფერადი - 30-ზე.
გარეცხვამდე ფეხსაცმელი ნახევარი საათით ჩაალბეთ საპნიან წყალში. თასმები და ჩასაფენებიც შეგიძლიათ იმავე წყალში მოათავსოთ.
ნახევარი საათის შემდეგ გამოიყენთ რბილი ჯაგრისი და ისე გარეცხეთ. როდესაც რეცხვას მორჩებით, ნაზად მოუჭირეთ ხელი, რათა გაიწუროს. რამდენჯერმე გაავლეთ გამდინარე წყალში.
შესაძლო დეფექტები რეცხვის შემდეგ
თუ რეცხვის შემდეგ ფეხსაცმელი გაყვითლდა ან ლაქები გაუჩნდა, გირჩევთ გამოიყენოთ დელიკატური მათეთრებელი საშუალება.
დეფორმაციის შემთხვევაში დაასველეთ ფეხსაცმელი, ჩატენეთ ქაღალდი და დადეთ გასაშრობად.