ზოდიაქოს რომელი ნიშანი გამოირჩევა სისუფთავისადმი განსაკუთრებული სიყვარულით - ისინი საუკეთესო დიასახლისებიც არიან

სისუფთავისადმი სიყვარული ნამდვილად დასაფასებელი თვისებაა. თუმცა გადამეტებული არაფერი ვარგა - როდესაც ადამიანი მუდმივად მტვრის ტილოთი და ცოცხით დაგდევს უკან, თავს ცოტა არაკომფორტულად გრძნობ. არსებობენ ადამიანები, რომელთაც სახლის დალაგება-დასუფთავება რიტუალის დონეზე აქვთ აყვანილი და ამ რიტუალის გარეშე ვერც იძინებენ, ვერ მიდიან სამსახურში, უბრალოდ ვერ ისვენებენ. დიდ ბრიტანეთში სპეციალური ტელეპროგრამაც კი არსებობს ასეთ ადამიანებზე, ამ გადაცემას "სისუფთავეზე შეშლილები" ჰქვია.

ამ გადაცემის წყალობით კარგად არის შესაძლებელი ამ რიტუალებს მნიშვნელობის გაგება და აღქმა.
თუმცა, ეს უკიდურესი შემთხვევებია, ჩვენ კი ამჯერად იმ ადამიანებზე ვისუბროთ, რომელთაც უბრალოდ
მოსწონთ და უყვართ სუფთა გარემოში ყოფნა.
ასტროლოგები ამტკიცებენ, რომ ადამიანის ეს თვისება ზოდიაქოს ნიშანზეც არის დამოკიდებული.
მაშ ასე, ყველა "სუფთა" ზოდიაქოს ნიშნები

ქალწული

არეულობას შეუძლია ქალწული მდგომარეობიდან გამოიყვანოს. შეუძლია სახლი მთელი დღე ალაგოს და ამით დისკომფორტს არ განიცდის, მხოლოდ მაშინ არის მშვიდად, როდესაც სარეცხი გარეცხილი და დაუთოებული აქვს, ჭურჭელი გარეცხილი, იატაკი მოწმენდილი და ა.შ.

მორიელი

სახლის სულ პატარა დალაგებაც კი აუცილებლად გადაეზრდება მასშტაბურ ღონისძიებაში. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს უყვართ სახლის დალაგება მთელი დღის განმმავლობაში, ძველმანების თავიდან მოშორება და არსებული ნივთების აკურატულად დალაგება თავის ადგილზე.

ვერძი
უწესრიგობა სახლში ვერძებს თავს ატკიებს, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. უსუფთაობა მათ უბრალოდ ცოდვად კი არ მიაჩნიათ, არამედ ფსიქიკური აშლილობის სახეობად. დალაგება მათ გაღიზიანებასაც უხსნის და ნერვებსაც უწყნარებს. თუმცა ისეცაა, რომ თუ ვერძს აქვს საშუალება, ურჩევნია, ფული გადაიხადოს და სხვას დაასუფთავებინოს, რათა თავისი დრო და ენერგია არ დახარჯოს. მისთვის მთავარი შედეგია - სისუფთავე და წესრიგი.

კირჩხიბი
მათეთრებელი, სპრეი ლაქების მოსაცილებლად, საწმენდი ფხვნილი ალბათ კირჩხიბის საუკეთესო მეგობრები არიან. ისინი ისე არიან სისუფთავეზე გადარეულები, რომ თავად ფაქტობრივად არ ისვრებიან. ჩანთით დააქვთ დეზოდორი და თუ შხაპი არ მიუღიათ 16 საათზე მეტხანს, შეიძლება ნერვიულობა დაიწყონ. მათი ერთადერთი პრობლემა სენტიმენტალურობაა. უჭირთ მათთვის ძვირფას ნივთებთან გამოთხოვება და ამიტომ სახლში ბევრი უსარგებლო ნივთი უგროვდებათ. თუმცა წესრიგი ყოველთვის აქვთ. 

კურო
კუროები პრაქტიკულები არიან, მაგრამ ხანდახან გადამეტებულად. სახლში მოაქვთ ნებისმიერი რამ, რომლებითაც ავსებენ ბინას. თუმცა ახერხებენ, ყველაფერს მიუჩინონ თავისი ადგილი. შეუძლიათ, წიგნის კითხვა მიატოვონ მარტო იმიტომ, რომ თაროზე სხვა წიგნი არათანაბრად გამოიყურებოდეს. სისუფთავეზე მათაც გართულება აქვთ, თუმცა მტვრის გადაწმენდა შეიძლება ხანდახან მიავიწყდეთ. 

თხის რქა
გენერალური დალაგების ძალაც რომ არ ჰქონდეთ, გარეგნულად მაინც შეავლებენ ხელს ოთახებს და უცხო თვალისთვის მოასუფთავებენ. თუმცა ასეთი უღონობა იშვიათად აქვთ, რადგან შრომისმოყვარეები და ორგანიზებულები არიან. ყოველ თვე ბიუჯეტის შედგენისას ითვალისწინებენ თანხებს საწმენდი საშუალებებისთვის. ლაგების დროს კი არასდროს შემოიფარგლებიან მხოლოდ მტვერსასრუტით - თავიდან ბოლომდე გავლენ ორგანიზებულად.



და ბოლოს, თუ თქვენ ცხოვრებაში რაღაც ისე არ არის, როგორც წარმოგედგინათ და თავს უბედურად გრძნობთ, სცადეთ და სახლის დალაგება დაიწყეთ, ნახეთ, როგორ გადაერთვება თქვენი გონება სხვა რამეზე და როგორ გაგეფანტებათ სევდა. ჩართეთ დალაგების პროცესში თქვენი შვილები, ოჯახის წევრები და ეს რუტინა უფრო სახალისო გახდება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები