რატომ არ უნდა იქცეს ქალი ოჯახის მსხვერპლად

ქალის ცხოვრება გარკვეულწილად მისი აღზრდის სტილზეა დამოკიდებული. ხშირია შემთხვევები, როდესაც სწორედ დედები ჩასჩიჩინებენ გოგონებს, რომ ოჯახური ბედნიერებისთვის აუცილებელია მსხვერპლის გაღება. მაგალითად თუნდაც კონკიას ზრაპარი ავიღოთ, რომელშიც კარგად არის ასახული, თუ როგორი უსამართლობისა და დამცირების მსხვერპლი იყო ზღაპროს მთავარი გმირი, სანამ უფლისწულის რჩეული გახდებოდა.


მსგავსი ზღაპრები ყველა გოგონას მოუსმენია. გოგონები უყურებენ დაღლილ დედებს, რომლებიც დილით უთენია დგებიან, რათა ოჯახის წევრებს საუზმე მიუმზადონ, მოასწრონ სახლის საქმეები. და ასე გრძელდება მთელი ცხოვრება, თეთრ ცხენზე ამხედრებული უფლისწული კი არსად ჩანს. ბავშვი დარწმუნებულია, რომ ეს
არის რეალური ცხოვრება და რომ სხვანაირად წარმუდგენელია.
ქალი ვალდებულია ემსახურის ოჯახს, აღზარდოს შვილები და ამასთან, გამოიყურებოდეს ლამაზად. აბა, დაღლილი და უშნო დედა ვის რაში ჭირდება.

ყველაფერი საუკეთესო შვილებს, ყველაფერი გემრიელი - ქმარს. თავად მას რა? არასფრულფასოვნების კომპლექსი. რატომ ხდება ასე?
სამწუხაროდ, ქალების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ სწორედ ეს არის ქალის ცხოვრება და სხვანაირი ცხოვრება ვერც კი წარმოუდგენიათ და ხშირ შემთხვევაში არც კი უნდათ.

გაგიკვირდებათ და 21-ე საუკუნეში კიდევ არსებობს ეს სტერეოტიპი, რომ ქალის ადგილი არის მხოლოდ სამზარეულოში, გაზქურასთან. ქალების მიმართ მოთხოვნები კი დღითი დღე იზრდება და ქალიც ამ მოთხოვნების შესასრულებლად ყველაფერს აკეთებს.
თუმცა, თანამედროვე სამყარო მაინც ვითარდება და წარმატებული ქალის ფორმულად თითქოს ნელ-ნელა იცვლება და ვიღებთ აბსოლუტურად საპირისპირო მანდილოსანს.

თანამედროვე ქალი უნდა გათხოვდეს, გააჩინოს შვილები, აკეთებდეს სახლში ყველაფერს, გამოიყურებოდეს მოდელივით და წარმატებული ოყოს სამსახურშიც. ამ ქალებისთვის უპირველეს ყოვლის ოჯახი ნამდვილად არ არის, ის სამსახურმა და კარიერამ ჩაანაცვლა.

სინამდვილეში კი ალბათ ჯობს, ქალებმა მოუსმინონ საკუთარ თავს, რა უნდათ მათ, რა სჭირდებათ, სად და როგორ გრძნობენ თავს კომფორტულად. გახსოვდეთ, რომ ადამიანებს აქვთ ერთი ცხოვრება და ის ისე უნდა გაატარონ, როგორც მათ უნდათ, ისე, რომ თავი მაქსიმალუად კომფორტულად და რეალიზებულად იგრძნონ. უბედური ცოლი და დედა არავის ჭირდება. ყველა კარგი დიასახლისი და ყველა წარმატებული საქმიანი ქალი ვერ იქნება, ზოგი ოჯახში გრძნობს თავს კომფორტულად, ზოგიც - სამსახურში. ეს თავად ქალმა უნდა განსაზღვროს, სად იქნება უფრო ბედნიერი, აი, ეს გრძნობა არის მთავარი. მთავარია, ხანდახან მაინც ჰკითხოს საკუთარ თავს, რა უნდა, რა აბედნიერებს, რა სიამოვნებს და საკუთარ თავსაც დაუთმოს ხოლმე ცოტა დრო.  როცა ქალი თავს კომფორტულად გრძნობს, სამსახური იქნება ის თუ სამზარეულო, დაგვერწმუნეთ, ბევრად წარმატებული და რეალიზებული იქნება და მისი ოჯახიც ბევრად კამაყოფილი იქნება. გაუფრთხილდით საკუთარ თავებს. როცა დედა ბედნიერი და გახარებულია, ოჯახიც ბედნიერია. ხოლო სასოწარკვეთილ და სულ სხვებზე ზრუნვასა და საქმეებში ჩაფლულ გადაღლილ, სახეწაშლილ დედას ოჯახი კი ეყოლება გამოკვებილი, გასუფთავებული, სახლიც დალაგებული და ქმარიც დანაყრებული, მაგრამ არა - ბედნიერი. 

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები