ტყლარწი, სათამაშო, რომელიც ასე უყვართ ბავშვებს მისი კონსისტენციის, მორჩილების და რაღა თქმა უნდა, ყველაფერზე მიწებების უნარის გამო. ის ჟელესმაგვარი ნივთიერებით არის დამზადებული და აქვს საოცარი უნარი, მყარად ჩაჯდეს ქსოვილში.
ჩვეულებრივი რეცხვით ამ მასალის ქსოვილიდან ამოყვანა მარტივი ნამდვილად არ გახლავთ. არადა, ტყლარწლი ძალიან ადვილად ეწებება ხალიჩას და რბილი ავეჯის შალითებს.
შევეცდებით შემოგთავაზოთ ამ პრობლემის მოგვარების ეფექტური მეთოდები. როგორ მოვაშოროთ ტყლარწი ხალიჩას, რბილ ავეჯს, სამოსს და თმას?
როგორ მოვაშოროთ ტყლარწი ტანსაცმელს
მდუღარე წყლის მეშვეობით
ჭუჭყიან ადგილს დაასხით მდუღარე წყალი და როდესაც გაცივდება, გარეცხეთ
სარეცხის მანქანაში ჩვეულებრივი რეცხვის წესით. შეგიძლიათ მდუღარე წყალს ერთი კოვზი ნიშადურის სპირტიც ჩაუმატოთ.
საყინულის მეშვეობით
ტყლარწიანი ნივთი მოვათავსოთ ჯერ პოლიეთილენის პაკეტში, შემდეგ კი რამდენიმე საათით საყინულეში. როდესაც ლაქა გაიყინება, ის შეგიძლიათ დანით ააცალოთ. ეს ძალიან ფრთხილად უნდა გააკეთოთ, რათა ქსოვილი არ დააზიანოთ.
ჭურჭლის სარეცხი საშუალების გამოყენებით
ტყლარწს ძალიან ეფეტურად ებრძვის ჭურჭლის სარეცხი თანამედროვე საშუალებები. დაასხით ლაქიან ადგილს ჭურჭლის სარეცხი სითხე, გააჩერეთ რამდენიმე საათი და კარგად ამორეცხეთ. ზოგჯერ შესაძლოა ამ პროცედურის გამეორება რამდენჯერმეც დაგჭირდეთ.
სპირტი
ტილოსა და ბამბის ქსოვილისთვის შესაძლოა სპირტიც გამოგადგეთ. თუ ტრადიციული მეთოდები არ გაამართლებს, დასახმარებლად შესაძლოა თანამედროვე საშუალებებს მიმართოთ, ლაქების სპეციალურ ამომყვანებს.
და ბოლოს - ქიმწმენდა
ძვირფასი ნივთების შემთხვევაში გირჩევთ არ მიმართოთ ექსპერიმენტებს და დალაქავებული ნივთი პირდაპირ ქიმწმენდაში მიიტანოთ.
როგორ მოვაშოროთ ტყლარწი ხალიჩას
თუ ტყლარწი ჯერ არ არის გამშრალი, ეცადეთ მისი ნაწილები ხალიჩიდან თავად სათამაშო ტყლარწის მეშვეობით შეაგროვოთ. მიმხმარი ნაწილაკები კი აკურატულად უნდა აფხიკოთ.
ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სარეცხის საპონი ან წყალბადის ზეჟანგი. ძალიან ეფექტურია ასევე ზღვის მარილის, ლიმონის წვენის და ნიშადურის სპირტის ნაზავი.
ამ შემთხვევაშიც ასევე ეშეგიძლიათ მიმართოთ ლაქების ამომყვან სპეციალურ საშუალებებს ან ნივთი ქიმწმენდაში მიიტანოთ.
როგორ მოვაშოროთ ტყლარწი თმას
ტყლარწის თმიდან მოშორება ნებისმიერი ზეთით არის შესაძლებელი, რომელიც დაალბობს ამ ნივთიერებას და მერე მისი ხელით მოშორება დიდ სირთულეს აღარ წარმოადგენს.
ზეთის გარდა საამისოდ გამოგადგებათ ასევე ვაზელინი, ხელის კრემი ან თმის მუსი.
შგიძლიათ გამოიყენოთ ყინულიც - ტყლარწიან თმას დაადეთ ყინული, როდესაც ლაქა მოიყინება, ის აკურატულად მოაშორეთ. თმას.
დასკვნა
ტყლარწის ლაქა რთულად მოსაშორებელ ლაქად მიიჩნევა, ამიტომ როდესაც ბავშვი ამ სათამაშოთი თამაშობს, ჯობის ყურადღებით ვიყოთ და არ მივცეთ საშუალება ის რბილ ავეჯთან, ხალიჩასთან ან თმასთან მიიტანოს.