სამზარეულო ნებისმიერი ოჯახის განსაკუთრებული ადგილია და დიასახლისები ყოველთვის ცდილობენ, რომ ის რაც შეიძლება მოხერხებული და ლამაზი იყოს.
საამისოდ კი მხოლოდ აუცილებელი ნივთები საკმარისი არ არის, შეიძლება არც კი ვიცოდეთ, მაგრამ არსებობს ისეთი აქსესუარები, რომელიც ცხოვრებას მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ და ლამაზიც არის.
გაეცანით ჩვენს მიერ ჩამოთვლილ ნივთებს და თუ ჯერ არ გაქვთ, გირჩევთ შეიძინოთ, ნახავთ, როგორ გამოგადგებათ.
1. მწვანილის საშრობი კონტეინერი
ამ კონტეინერით სარგებლობას სულ რაღაც რამდენიმე წამი სჭირდება და შედეგი ნამდვილად ღირს ამად. მიიღებთ მშრალ მწვანილს, რომლის შენახვაც უფრო ადვილია და რა
2. სილიკონის ბუსუსებიანი ხელთათმანი
თუ ხელების დასველება არ გიყვართ, დაბეჯითებით გირჩევთ მსგავსი ტიპის ხელთათმენების შეძენას, რომელიც ძალიან კომფორტულია და პრაქტიკულია როგორც ჭურჭლის რეცხვის, ისე სახლის დალაგების დროს.
3. სახურავი-საწური
თუ სამზარეულო პატარაა და არ არის იმის საშუალება რომ ყველა ნივთი სათანადოდ დააბინავოთ მაშინ ასეთი სახურავი სწორედ თქვენთვის არის შექმნილი.
4. ცვილის ხელსახოცები
ეს გახლავთ ფიტკრის ცვილისგან დამზადებული ხელსახოცი, რომელიც ფოლგის შესანიშნავი ალტერნატივაა. ის ძალიან კარგია პროდუქტის შესანახად.
5. აერატორი
ეს გახლავთ სპეციალური მოწყობილობა, რომლიც მაგრდება ონკანის შემრევს თავზე და მას ჰაერის ნაწილაკებით ამარაგებს. შედეგად წყლის ნაკადი უფრო ძლიერი, ქაფიანი და რბილი ხდება, რაც დიასახლისებს სამზარეულოში ფუსფუსს ერთიორად უმარტივებს.
6. დანა-ჩანგლის ჩასადები
თუმცა არა ჩვეულებრივი ჩასადები, არამედ ისეთი, რომელსაც ძირი დაქანებული აქვს და შედეგად წყალო ნელ-ნელა თავისით გადმოედინება. სილიკონის მსგავსი ბუდე ძალიან პრაქტიკულია.
7. ცხელის დასადები
გთავაზობთ იქონიოთ კომპლექტი, რომელშიც რამდენიმე დასადები შედის. ეს ძალან პრაქტიკული და საჭიროა.
8. ლითონის საპონი
ბოლო დროს ეს აქსესუარი ძალიან აქტუალური და მოთხოვნადი გახდა, ის ჰარმონიულად აერთიანებს თავის თავში ფუნქციასა და დიზაინს.
ასეთ საპონს შეუძლია წამებში მოგაშოროთ ხელიდან უსიამოვნი სუნი, მაგალითად ხახვის ან ნივრის. ეს ნივთი მზადდება ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან და აქვს უნარი საკმაოდ დიდხანს გემსახუროთ.
9. ორმაგი ჭიქა
ვისაც ერთხელ მაინც ჭერია ხელში ასეთი ჭიქა, უარს ვეღარ იტყვის. გარდა იმისა, რომ ძალიან ლამაზია ტემპერატურასაც კარგად ინარჩუნებს.
10. ლანგარი სამზარეულოს ნივთებისთვის
ასე ლამაზად, აკურატულად დალაგებული სამზარეულოს ნივთები მოგცემთ საშუალებას, რომ თქვენი სამზარეულო ყოველთვის დალაგებული იყოს, სამუშაო ზედაპირი კი თავისუფალი.