ყოველდღიურად სულ უფრო მეტი დიასახლისი ამბობს უარს ტრადიციულ სამზარეულოს აქსესუარებზე და ცდილობს თანამედროვე გაჯეტები გამოიყენოს, მით უმეტეს, რომ ახალ-ახალი ნივთები ელვის სისწრაფით შემოდის ბაზარზე. ხშირად ხდება ისე, რომ ამა თუ იმ ნივთის არსებობის შესახებ არც ვიცით. ზოგსაც თავიდან ეჭვის თვალით ვუყურებთ, მაგრამ ერთი გამოყენების შემდეგ მის გარეშე სიცოცხლე ვეღარ წარმოგვიდგენია.
არ იცით, წარმოდგენილი ნივთებიდან რომელი რისთვის არის და რა უნდა შეარჩიოთ?
ვეცდებით დაგეხმროთ და გაგაცნოთ სიახლეები.
1. მადუღარა
თუ სტანდარტულ მადუღარას სკეპტიკურად უყურებთ და არ ენდობით, ყურადღება ინოვაციურ მოდელზე გაამახვილეთ.
ის გამოირჩევა კომპაქტური ზომითა და წონით.
სამზარეულოში ჩანგალზე ან კოვზზე მეტ ადგილს არ იკავებს. ამ მოწყობილობით სულ რაღაც წამებში შეგიძლიათ აადუღოთ ნებისმიერ სითხე, იქნება ეს ყავა, ჩაი, რძე თუ წვნიანი საჭმელი. თუ სამოგზაუროდ მიდიხართ, ამ მადუღარას თან წაღება არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს.
2. რძის ხარისხის შესამოწმებელი ჭურჭელი
თუ სახლში ბავშვები გყავთ ან თავად ბრძანდებით რძის მოყვარული, თქვენთვის კარგი სიახლე გვაქვს. მოგეხსენებათ, რძის პროდუქტებს დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რადგან მალფუჭებად პროდუქტებად მიიჩნევა. ჰოდა, აღარ არის საჭირო რძე გავსინჯოთ და გემოთი მივხვდეთ, ვარგისია თუ არა. არსებობს სპეციალური მოწყობილობა, ჭურჭელი, რომელშიც გადაასხამთ რძეს და ტელეფონზე სპეციალური აპის მეშვეობით მოგივათ შეტყობინება, რომ რძე ფუჭდება ან თავდება.
3. ჭკვიანი დაფა
სწორი კვების მოყვარულთათვის და ადამიანებისთვის, რომელთაც ხშირად უწევთ დიეტაზე ყოფნა, მოიფიქრეს მართლაც საოცარი დაფა, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, ითვლის კალორიებს. ასევე შეუძლია მოგაწოდოთ ინფორმაცია ამა თუ იმ პროდუქტზე, საამისოდ ის უბრალოდ აიპედს უნდა დაუკავშიროთ.
არსებობს დაფის მეორე ვარიანტიც, რომელშიც სასწორია ჩამონტაჟებული. ის იძლევა საშუალებას დაიცვათ პროპორციები ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.
4. ჩაის აპარატი
გაგიკვირდათ? დიახ, ყავის აპარატმა უკვე დიდი ხანია დაიკავა ადგილი ჩვენს სამზარეულოებში, ახლა ჯერი ჩაის აპარატზეა. აპარატით მომზადებული ჩაი ბევრად გემრიელია ვიდრე ის, რომლის დალევასაც მიჩვეულები ვართ.
5. ჭკვიანი ტაფა
ჭკვიანი ტაფა აუცილებლად მოეწონებათ ახალბედა დიასახლისებს, რომელიც აცნობებს მათ, რომელი პროდუქტი რომელ ტემპერატურაზე უნდა მომზადდეს. ამ რჩევების წყალობით თქვენი საჭმელი არასდროს დაიწვება და არც არასდროს დარჩება უმი.
6. ელექტრონული საზომი კოვზი
მართალია, სამზარეულოს სასწორი საჭირო და აუცილებელი ნივთია, თუმცა ელექტროკოვზი ბევრად კომპაქტური და მოსახერხებელია, როდესაც საუბარი მცირე დოზებზეა.
7. გაჯეტი, რომელიც გიჩვენებთ, ახალია თუ არა პროდუქტი
ეს გაჯეტიც სმარტფონის ან პლანშეტის მეშვეობით დაგეხმარებათ გაიგოთ, რამდენად ვარგისია ესა თუ ის პროდუქტი და ხომ არ წარმოადგენს ის საშიშროებას თქვენი ჯანმრთელობისთვის.
8. მოწყობილობა, რომელიც გაყინული პროდუქტის შენახვაში დაგეხმარებათ
ზაფხულში სულ უფრო აქტუალური ხდება მოწყობილობა, რომელიც მოგცემთ საშუალებსს საჭირო ტემპერატურის წყალობით ესა თუ ის პროდუქტი გაყინულ მდგომარეობაში შეინახოთ მაცივრის გერეშე.
9. ჭკვიანი ჩანგალი
ჭკვიანი ჩანგალი დაგეხმარებათ აკონტროლოთ თქვენს მიერ მირთმეული საკვების რაოდენობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მოწყობილობას შეუძლია დააფიქსიროს რამდენ დროს უთმობთ კვების პროცესს, დააფიქსიროს შუალედი ჭამასა და ჭამას შორის. შედეგების სანახავად ბლუთუსი დაგჭირდებათ.
10. პროდუქტის გასალღობი თეფში
თუ გავიწყდებათ ხოლმე საყინულედან პროდუქტის გამოღება, შემდეგ კი მომზადება გიგვიანდებათ, მსგავსი თეფში სათქვენოა. მას არ აქვს არც აკუმულატორი, არც ბატარეა, უბრალოდ მოათავსეთ გაყინული პროდუქტი მასზე და დაელოდეთ როდის გალღვება.
11. მწვანილის შესანახი
ეს მოწყობილობა წარმოადგენს მინის კოლბას და მასში მწვანილი ბევრად დიდხანს ინახება, ვიდრე ნებისმიერი ლაიფ ჰაკის შემდეგ. საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით სამი კვირაა.
მწვანილი შენახვამდე უნდა გაირეცხოს, გაშრეს, შემდეგ კონტეინერში მოთავსდეს წყალი და ისე შეინახოის.