რაში შეიძლება გამოგადგეთ ჭურჭლის სარეცხი სითხე - შესაძლოა ეს არც კი იცოდეთ

ყველამ კარგად ვიცით, რომ ჭურჭლის სარეცხი სითხე შესანიშნავად უმკლავდება ცხიმს თეფშებსა თუ ქვაბებზე, მაგრამ მარტო ეს სარგებელი როდი აქვს აღნიშნულ საშუალებას.

კარგად აშორებს ცხიმს ტანსაცმელს
თუ საყვარელი სამოსი ცხიმით დაგესვარათ, ნუ იფიქრებთ, რომ მას ვეღარ გამოიყენებთ, უბრალოდ დაიტანეთ დალაქავებულ ადგილზე ჭურჭლის სარეცხი სითხე, გააჩერეთ ცოტა ხანი და თბილი წყლით ამორეცხეთ, ნახავთ, რომ ცხიმი გაქრება.

წმენდს აბაზანის და სამზარეულოს იატაკს
ერთ ვედრო ცხელ წყალს დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ჭურჭლის სარეცხი სითხე და მოწმინდეთ იატაკი სამზარეულოში ან აბაზანაში. ეს მეთოდი ამართლებს.

კარგად
წმენდს ეზოს ავეჯს

განაზავეთ სარეცხი სითხე თბილ წყალში, პულვერიზატორიანი ბოთლით დაიტანეთ ავეჯზე და კარგად გაამშრალეთ.

კარგად წმენდს სავარცხელს
სავარცხელი ის ნივთია, რომელზეც გროვდება თქვენი თმის ცხიმი. ჰოდა, მის გასაწმენდად ჭურჭლის სარეცხი სითხე გამოიყენეთ და კარგად გაავლეთ ცხელ წყალში.

სარეცხის ხელით რეცხვის დროს
ხელით რეცხვის დროს ფხვნილის მაგივრად შეგიძლიათ ეს საშუალება გამოიყენოთ და ამით ხელებსაც დაიცავთ და არანაკლებ შედეგსაც მიიღებთ.

ხალიჩიდან ლაქების ამოყვანის დროს
დაიტანეთ სარეცხი სითხე ხალიჩაზე, კონკრეტულად ლაქაზე და ნაჭრით ან ჯაგრისით წმინდეთ, სანამ ლაქა არ გაქრება, შემდეგ კი სუფთა სველი ტილოთი გაწმინდეთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები