ერთი შეხედვით სასარგებლო და ჯანსაღი პროდუქტების ჩამონათვალი, რომელიც თურმე არც ისე სასარგებლოა

რამ შეიძლება ავნოს ჩვენს სილამაზესა და ჯანმრთელობას

ბოლო დროს მსოფლიო ცხოვრების ჯანმრთელმა წესმა მოიცვა, უმარავ ბლოგერს თავი ექსპერტად მიაჩნია და იძლევიან ათას ვითომ სასარგებლო რჩევას იმასთან დაკავშირებით, თუ რითი უნდა იკვებოს ადამიანი, რომ საკუთარ ორგანიზმსა და ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოს.
ადამიანებიც ბრმად ენდობიან ე.წ. ინსტა ვარსკვლავებს და იწყებენ ცხოვრებას ჯანსაღად, რაც, რაღა თქმა უნდა, კვებას პირველ რიგში მოიცავს. არადა, ხშირად შედეგს საპირისპიროს იღებენ. ყველა ის პროდუქტი როდია სასარგებლო ადამიანის ორგანიზმისთვის, რასაც ე.წ. ექსპერტები გვთავაზობენ.

ბრინჯის ხრაშუნა პური

ეს პროდუქტი პურის
დაბალკალორიულ ალტერნატივად მიიჩნევა. თუმცა დიეტოლოგები არ ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, რომ ამ პროდუქტს აქვს მაღალი გლიკემიური ინდექსი. ეს პროდუქტი ადამიანს ანაყრებს, თუმცა შიმშილის გრძნობასაც მალევე აღძრავს. ასე რომ, თუ ხრაშუნა პურის ყიდვას გადაწყვეტთ, მიაქციეთ ყურადღება შემადგენლობას, უპირატესობა ისეთ სახეობას მიანიჭეთ, რომელსაც ექნება მარილის და ნახშირწყლების მინიმალური შემცველობა, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი რისკია იმისა, რომ ამ დიეტურმა პროდუქტმა წონაში მოგამატებინოთ.

აჰავას სიროფი

ეს სუპერმოდური პროდუქტი თანამედროვე სამყაროში შაქრისა და ხშირად თაფლის საუკეთესო ალტერნატივად მიიჩნევა. ითვლება, რომ მას აქვს დაბალი გლიკემიური ინდექსი და მისი მოხმარების შედეგად სისხლში შაქრის დონე საგრძნობლად არ მატულობს. თუმცა, ექსპერტები ამტკიცებენ, რომ აჰავს სიროფი დაახლოებით 80-90%-ით ფრუქტოზასგან შედგება. ამ შემადგენლობამ შესაძლოა გაზარდოს ორგანიზმის წინააღმდეგობა ინსულინის გამომუშავების მიმართ და პროვოცირება გაუწიოს სერიოზულ დაავადებებს, მაგალითად დიაბეტს.

ბოსტნეულის ჩიფსები

ექსპერტები დიდი ხანია საუბრობენ იმაზე, რომ კარტოფილის ჩიფსები ძალიან საზიანოა ჩვენი ორგანიზმისთვის და გვირჩევენ ისინი ბოსტნეულის ჩიფსებით ჩავანაცვლოთ, მაგალითად სტაფილოსი, ჭარხლის, ნიახურის ფესვების და ა.შ. თუმცა გვინდა გაგაფრთხილოთ, რომ ეს პროდუქტიც შეიცავს ძალიან ბევრ ზეთს, მარილს და შაქარსაც კი, ასე რომ, თუ ბოსტნეული მოგინდებათ, გირჩევთ ახალი პროდუქტით იჯეროთ გული.

სოიოს რძე

ბევრ ადამიანს მიაჩნია, რომ ძროხის რძეზე მეტად სოიოს რძეა სასარგებლო. გვინდა დაგარწმუნოთ, რომ ასე არ არის, ბოლო კვლევების შედეგად დადგინდა, რომ სოიოს რძე შეიცავს ისეთ ჰორმონებს, რომელიც ცუდად მოქმედებს ფარისებრ ჯირკვალზე.

სმუზი

სმუზი ახალი ტრენდია თანამედროვე კვების რაციონში. ის არა მარტო ესთეტიურია, არამედ ძალიან გემრიელიც. მართლა ასეთი სასარგებლოა სმუზი, რომელიც შედგება ხილის, იოგურტისა და მარცვლეულისგან?
თუ სმუზს სახლში ამზადებთ და ზუსტად იცით, რომ გამოყენებული გაქვთ ნატურალური პროდუქტი, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. თუმცა ისისც გახსოვდეთ, რომ ეს პროდუქტი ძალიან კალორიულია და თუ მას კაფეში ან რესტორანში შეუკვეთავთ, მით უმეტეს, იქ ხომ ამატებენ ტკბილ იოგურტს და ახალი ხილის ნაცვლად ხილის პიურეებს იყენებენ, ეს კი ისედაც კალორიულ სმუზს კიდევ უფრო კალორიულს ხდის.

გრანოლა ან მარცვლეულის ბატონები

გრანოლა ან მარცვლეულის ბატონები თავისი კალოროულობის წყალობით შესაძლოა სრულფასოვან საუზმედ იქცეს. გარდა შვრიისა, მის შემადგენლობაში შედის თხილი, ჩირი და თაფლი. ასევე მცენარეული ზეთი. ერთი ულუფა გრანოლა, საშუალოდ 500 კალორიასა და 20 გრ შაქარს შეიცავს. ეს ცოტა ნამდვიდად არ არის, ასე რომ, გირჩევთ მსგავსი ბატონებისგან თავი შეიკავოთ და თუ ძალიან მოგინდებათ, შეგიძლიათ ალტერნატიული ვარიანტი თავად დაამზადოთ სახლში.

ორგანული კანფეტები

სწორი კვების მოყვარულებმა დიდი ხანია უარი თქვეს ტკბილეულობაზე, განსაკუთრებით კი კანფეტებზე, თუმცა ხანდახან, როდესაც ძალიან მოუნდებათ ხოლმე, თავს უფლებას აძლევენ ისინი ორგანული კანფეტებით ჩაანაცვლონ. არადა, ორგანული კანფეტი იგივეა, რაც ჩვეულებრვი კანფეტი, შეიცავს იგივე რაოდენობის შაქარს და ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერებებს.

იოგურტი გემრიელი დანამატებით

იოგურტი უდავოდ სასარგებლო პროდუქტია პრობიოტიკების შემცველობით, რომელიც ხელს უწყობს კუჭის მოქმედებას. თუმცა სარგებელი მხოლოდ ნატურალურ პროდუქტს მოაქვს, თუ ის ხელოვნურ დანამატებს შეიცავს, სასარგებლო თვისებებს კარგავს და უფრო მეტიც, მისი მირთმევისგან ჯობია თავი შეიკავოთ.

დაბალცხიმიანი ნაყინი

ნაყინზე უარის თქმა ძალიან ძნელია, ძნელია მისადმი გულგრილი ადამიანის პოვნა, თუმცა ის საკმაოდ მაღალკალოროულია და ადამიანები ცდილობენ დაბალკალიორიული, ნაკლებად ცხიმიანი პროდუქტით ჩაანაცვლონ. გვინდა გაგაფრთხილოთ, რომ ასეთი ნაყინი ძალიან საზიანოა ჯანმრთელობისთვის, შეიცავს ბევრ ქიმიურ დანამატს.

დიეტური გაზიანი სასმელები

გაზიანი სასმელი ბევრი ადამიანის საყვარელი პროდუქტია, თუმცა ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ტკბილი სასმელი ძალიან ასუქებს. მწარმოებლები ალტერნატიულ ვარიანტებს გვთავაზობენ, უშაქროს, შესაბამისად, დიეტურს და დაბალკალორიულს, თუმცა გარწმუნებთ, ასეთი ტიპის გაზიანი სასმელი შეიცავს გარკვეულ ქიმიურ დანამატებს, რომელიც, გარდა იმისა, რომ ცუდად აისახება ჩვენს კანზე, უარყოფითად მოქმედებს მომნელებელ სისტემაზე.

ნაყიდი პროტეინის კოქტეილი

ფიტნესის ბევრი მოყვარული აძლევს თავს უფლებას, დამღლელი ვარჯიშის შემდეგ თავი პროტეინის კოქტეილით გაინებივროს. ეს გემრიელიც არის და ძალების სწრაფად აღდგენასაც უწყობს ხელს. თუმცა ყველა ცილოვანი სასმელი დადებითად როდი მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. გადახედეთ შემადგენლობას ქილაზე და თავად დარწმუნდებით, რომ აღნიშნული სასმელი ბევრ ქიმიურ დანამატსა და შაქარს შეიცავს, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მავნებელია ჯანმრთელობისთვის.

სპორტული სასმელები

სავარჯიშო დარბაზის შემდეგ ძალიან სასიამოვნოა სპეციალური სპორტული სასმელის მიღება, რომელიც, როგორც პროტეინის კოქტეილი, ხელს უწყობს ადამიანს ძალების სწრაფად აღდგენაში, თუმცა ეს სასმელი პროფესიონალებისთვის არის შექმნილი, რომელიც ხელს უწყობს კუნთის მასის ზრდას. ის საკმაოდ მაღაკალორიულია, დაახლოებით 250-300 კალორია. ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს.

კონსერვირებული წვნიანი

დროის ეკონომიის მიზნით დიასახლისები ხშირად ანიჭებენ უპირატესობას კონსერვირებულ წვნიანებს, რომელიც ძალიან მარტივად მოსახმარია, უბრალოდ გააცხელებთ და მიირთმევთ, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ამ პროდუქტის ერთადერთი დადებითი მხარეა, სხვა მხრივ აღნიშნული პროდუქციის გამოყენებას ნამდვილად ვერ გირჩევდით, რადგან იგი შეიცავს ძალიან ბევრ მარილს, რაც ხელს უწყობს ორგანიზმში სითხის შეკავებას და უარყოფითად აისახება ადამიანის ენდოკრინულ სისტემაზე.

მაფინები კენკრითა და ხილით

ბევრი ადამიანი თვლის, რომ მაფინები უფრო დაბალკალორიული ფუნთუშეულია, ვიდრე სხვა რომელიმე ნამცხვარი, თუმცა, გვინდა გაგაფრთხილოთ, რომ ერთი ულუფა მაფინი კენკრითა და ხილით დაახლოებით 400 კალორიამდე ღირებულების მატარებელია, მაღაზიაში ნაყიდი კი შეიცავს უამრავ ტრანსცხიმებს, სოიოს და ქოქოსის ზეთს. ალბათ თავადაც მიხვდით, რამდენად სასარგებლოა ეს პროდუქტი.

პროდუქტები გლუტენის გარეშე

ცოტა ხნის წინ ჯანმრთელი ცხოვრების წესის მოყვარულები ძალიან გაიტაცა უგლუტენო პროდუქტმა, ვითომ ეს უფრო სასარგებლოა, თუმცა პროფესიონალები გვიხსნიან, რომ ასეთი პროდუქტი მხოლოდ მისთვის არის სასარგებლო, ვისაც ცელიაკია აწუხებს, ანუ გლუტენის აუტანლობა, სხვა შემთხვევაში იცოდეთ, რომ პროდუქტში, რომელზეც მითითებულია, რომ არ შეიცავს გლუტენს, ეს ნივთიერება ჩანაცვლებულია ქიმიური დანამატებით, ასე რომ, სასარგებლო სულაც არ გამოდის.

თხილის კარაქი

თხილის კარაქი ძალიან პოპულარული ხემსია როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში. როგორც წესი, მასში შედის ისეთი ინგრედინტები, როგორიც არის ნუში, თხილი, ნიგოზი, მზესუმზირა. ყველა ეს პროდუქტი, რა თქმა უნდა, ძალიან სასარგებლოა, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდს, რომ მწარმოებლეი შემადგენლობაში ურევენ დიდი რაოდენოთ შაქარსა და მარილს, რათა დიდხანს შეინახოს.
გირჩევთ მსგავსი პროდუქცია სახლში თავად მოამზადოთ და დარწმუნდეთ, რომ ნამდვილად ნატურალური ინგრედიენტები გაქვთ გამოყენებული. და კიდევ, ნებისმიერ შემთხვევაში აკონტროლეთ რაოდენობა, რამდენს მიირთმევთ.

ჩირი

მიუხედავად იმისა, რომ ყველამ კარგად ვიცით ჩირის სასარგებლო თვისებების შესახებ, გირჩევთ რაციონში მისი გამოყენება მაქსიმალურად შეამციროთ, რადგან ის ძალიან ბევრ შაქარს შეიცავს, ბევრად მეტს, ვიდრე ნატურალური ხილი.

გაყინული მზა კერძები

მიუხედავად იმისა, რომ გაყინული მზა პროდუქტი ძალიან მოსახერხებელია გამოსაყენებლად და ბაზარზე არჩევანიც ძალიან დიდია, არ გირჩევთ მის გამოყენებას, რადგან ის შეიცავს დიდი რაოდენობით მარილს, შაქარს და კონსერვანტებს.

ნაყიდი ბოსტნეულის სალათები

თუ ასეთი სალათა სახლში თავად არ მოგიმზადებიათ, ნუ ენდობით რესტორნებსა და კაფეებს, რადგან რეალურად მიიღებთ ცხიმში შემწვარ და საკმაოდ კალორიული სოუსით მომზადებულ ერთი შეხედვით დიეტურ კერძს.

ხილის წვენი

ვინმემ რომ გკითხოთ, გაზიანი სასმელი უფრო სასარგებლოა თუ ხილის წვენი, აუცილებლად ნატურალურ წვენს დაასახელებთ, თუცა გვინდა გაგაფრთხილოთ, რომ ხილის წვენი არაფრით არის უკეთესი გაზირებულ ტკბილ სასმელზე, ორივე ერთნაირად შეიცავს შაქარსა და კონსერვანტებს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები