ყველაზე ყურადღებიანი და რაციონალური დიასახლისისთვისაც კი რთულია პროდუქტების ისე გამოყენება, რომ ხანდახან მაინც მათ ვადა არ გაუვიდეს. სამწუხაროდ, ზოგჯერ ისევ ხდება ხოლმე, რომ მაღაზიაში არ ვიჩენთ სათანადო ყურადღებას ან იქ არღვევენ შენახვის წესებს და შედეგად ამჟავებული რძის მფლობელ ვხდებით. ეს კარგი რომ არ არის, ამაზე არავინ დავობს, თუმცა არსებობს ისეთი რჩევები, რომელთა საშუალებით ვადაგასულ პროდუქტის საკმაოდ ეფექტურად გამოყენებას შევძლებთ. საუბარი იქნებას არა ისეთ გაფუჭებულ პროდუქტზე, რომელსაც უკვე ობი აქვს გაჩენილი, არამედ ვადაგასულზე, რომელსაც ვიზუალურად არც არაფერი ეტყობა.
მაიონეზი
ხშირად ხდება
ისე, რომ მაცივარში გახსნილ მაიონეზს აღმოვაჩენთ ხოლმე, რომელიც ცოტა ხნის წინ შევიძინეთ, გარკვეული რაოდენობა მოვიხმარეთ, თუმცა რაღაც დარჩა და გადასაგდებად ვერ გავიმეტეთ. მართალი ბრძანდებით, ნუ გადააგდებთ, ის უჟანგავი ფოლადის ქვაბების საწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ. რამდენადაც უცნაურად უნდა ჟღერდეს, მაიონეზი აპრიალებს ფოლადის ქვაბებს და ადვილად აშორებს მათ ცხიმს.
რძე
თუ რძე სულ რამდენიმე დღის ამჟავებულია და ერთი თვე არ იდო მაცივარში, ის შეგიძლიათ გამოიყენოთ ცომისთვის. მეორე ვარიანტია, როგორც ხორცის მარინადი. ამჟავებულ რძეს შეუძლია ხორცი დაარბილოს.
გარდა კულინარიისა ამჟავებული რძე შეგიძლიათ გამოიყენოთ სილამაზისთვის - ის კარგი თმის ნიღაბია.
სუნელები
პროფესიონალეი მზარეულები გვირჩევენ სუნელები თავად დავფქვათ, ასე არომატი ბევრად მძაფრი და გემრიელია, თუმცა ჩვენ მაინც ვყიდულობთ ხოლმე მაღაზიებში უკვე გამზადებულ სუნელებს. ამ შემთხვევაში კი გირჩევთ, არ შეიძინოთ ერთი წლის მარაგი, რადგან მათ ვადა გასდის.
თუ მაინც აღმოაჩენთ საზარეულოში ვადაგასულ მაგალითად პილპილს, ნუ გადააგდებთ, აგარაკზე მცენარესთან ახლოს მოაფრქვიეთ და მათ მწერები და სხვა მავნებლები არ მიეკარებიან, ასევე მაგალითად დარიჩინი კარგად შველის ოთახის მცენარეებზე გაჩენილ სოკოს. გააზავეთ ეს სუნელი თბილ წყალში და პერიოდულად შეაფრქვიეთ თქვენს მცენარეს.
ზეითუნის ზეთი
ყურადღებით იყავით ზეითუნის ზეთის გამოყენების დროს და აკონტროლეთ ხოლმე ვადა, რადგან ვადაგასული ზეთი კარგავს ყველა სასარგებლო თვისებას. თუმცა თუ ასე მოხდა, ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ კოსმეტიკური საშუალებებისთვის, მაგალითად ტანის სკრაბად. გადაურევთ დაფქვილ ყავას და მიიღებთ იდეალურ სკრაბს.
ასევე ეფექტურია ზეთით ტყავის ფეხსაცმელების დამუშავება.
დაფქვილი ყავა
თუ ყავა ვადაგასულია, სხვა პროდუქტებისგან განსხვავებით ის ჯანმრთელობისთვის ნამდვილად არ არის, უბრალოდ არა აქვს ის ეფექტი, რაც უნდა ჰქონდეს. სამაგიეროდ, შეგიძლიათ ჩაყაროთ ფიალაში და დადგათ ტანსაცმლის კარადაში, ასე ნებისმიერ უსიამოვნო სუნს მოუღებთ ბოლოს.
ყავისფერი შაქარი
ყავისფერი შაქარი ის პროდუქტია, რომელიც ინახება ძალიან დიდი ხანი. ერთადერთი, რამაც შეიძლება გააფუჭოს, გახლავთ წყალი - თუ წყალი მოხვდა, შეიძლება გამაგრდეს. ამ შემთხვევაში ჩაყარეთ ქილაში, მოათავსეთ მასთან ერთდა პურის ან ვაშლის ნაჭერი და დაახურეთ თავზე. რამდენიმე დღეში ის ისევ ფხვიერ მასად გადაიქცევა.
თუ ეს არ გაწყობთ, მაშინ შაქარი შეგიძლიათ გამოიყენოთ ხილის კარამელიზირებისთვის ან სკრაბად კოსმეტიკაში.