როგორ უნდა მოიქცეთ, თუ დაუთოვება მოგბეზრდათ

ტანსაცმლის დაუთოვება ნაკლებადაა ვინმეს საყვარელი საქმე. განსაკუთრებით ზაფხულში, როდესაც ძალიან ცხელა. ამბობენ, რომ დაუთოვების შედეგად ტანსაცმელი არა მარტო სწორდება, არამედ ბაქტერიებიც იხოცება.
როგორ მოვიქცეთ, დავაუთოვოთ თუ არა?

ზოგი დისახლისი არაფერს აუთოვებს, ზოგს კი ყოველდღიურად რამდენიმე საათი სწორედ ამ საქმიანობისთვის აქვს გამოყოფილი. ეს ძალიან ინდივიდუალური თემაა. ვისაც პატარა ბავშვი ჰყავს, ალბათ უთოს ანიჭებს უპირატესობას, რათა თავიდან აირიდოს ალერგიები და ზედმეტი მიკრობები, ვისაც არა, შეიძლება ზედმეტად აღარ გადაიტვირთოს თავი, მით უმეტეს, რომ არსებობს რჩევები, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში ვერავინ მიხვდება, რომ ტანსაცმელი არ
დაგიუთოვებიათ.

ფოლგა

ფოლგა დაგეხმარებათ შეამციროთ დაუთოვების პროცესი. დააფინეთ ფოლგა საუთოო დაფაზე და დააუთოვეთ ჩვეულებრივად. ამ ხრიკის მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც როდესაც ერთ მხარეს დააუთოვებთ მეორე მხარეც ავტომატურად დაუთოვდება, რაც შეგიმცირებთ დროს და ენერგიას.

ორთქლი

ორთქლი ბევრად კარგ შედეგს იძლევა, ვიდრე უთო, ამიტომ საკმარისა დაკიდოთ მაისური საკიდზე და ერთი მხარე დაორთქლოთ, რომ პრობლემა მოგვარებული გექნებათ.

სწორად გაშრობა


შეიძლება ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ საყოფაცხოვრებო ტექნიკის გარეშეც შეიძლება ამ საქმის მოგვარება, საამისოდ კი საკმარისია სარეცხის სწორდა გაფენა. სანამ სამოსს თოკზე განათავსებდეთ, ის კარგად უნდა დაფერთხოთ და ხელით გაასწოროთ. ეს ეხება ლოგინის თეთრეულსაც. თუ მიკრობების გეშინიათ, ამ მხრივაც შეიძლება დამშვიდდეთ, რადგან ჰაერზე და მზეზე მიკრობებიც იხოცებიან (თუ ჭიების ალბათობაზე არ გაქვთ ეჭვი ან რაიმე ვენერიულ დაავადებაზე).

თმის საშრობი


მაისურების და პერანგების გაშრობა პირდაპირ საკიდზევე შეიძლება თმის საშრობის მეშვეობით.
დაკუჭული მშრალი პერანგი საკიდზე დაკიდეთ, შეიტანეთ აბაზანაში და მოუშვით ცხელი წყალი. ტენის წყალობით სამოსი აიღებს ორთქლს, რის შემდეგაც 5 წუთის განმავლობაში მას თმის საშრობით გააშრობთ. შედეგი ისეთივე იქნება, როგორიც დაუთოვების შემდეგ.

ნივთები ჩემოდანში

მოგზაურობის დროს უთო თან არავის დააქვს. როგორც წესი, ჩემოდანში დაუთოვებული, დაკეცილი ნივთები ლაგდება, რომელიც ადგილზე უნდა ამოლაგდეს და დაკუჭული ხელახლა დაუთოვდეს, თუმცა, თუ სწორად მოვიქცევით, ეს პრობლემა აღარ გვექნება.
დაკეცვის მაგვრად ნივთები შეგიძლიათ აკურატულად დაახვიოთ. ასე ნაკეცები არ გაუჩნდება და დაუთოვებაც არა დაგჭირდებათ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები