ეს საოცარი შინ მომზადებული სპრეი თქვენს ფანჯრებს განსაკუთრებულად გააპრიალებს

დღესდღეობით მაღაზიებში ფანჯრის საწმენდი უამრავი სითხე იყიდება - ეკოლოგიურად სუფთა, ძვირად ღირებული, შედარებით იაფი. ნებისმიერ დიასახლისს შეუიძლია აირჩიოს მისთვის სასურველი.
ჩვენ კი შემოგთავაზებთ რჩევას, როგორ დაამზადოთ სპრეი სახლში, საკუთარი ხელით. სცადეთ, ნახეთ, იქნებ მოგეწონოთ შედეგი, გარწმუნებთ, საოცარ სპრეის მიიღებთ ხელმისაწვდომ ფასად და თან ეკოლოგიურად სუფთას.


როგორ გავწმინდოთ ფანჯრები სწორად

შემოდგომა-ზამთრის შემდეგ ფანჯრებზე სერიოზული ჭუჭყი გროვდება. ასეთი ფანჯრის იდეალურად გაწმენდა კი მარტივი საქმე ნამდვილად არ არის, თუმცა არსებობს სპრეი, რომლის დამზადებაც საკუთარი ხელითაც არის შესაძლებელი და რომელიც გულგრილს
ვერც ერთ დიასახლისს ვერ დატოვებს. აღნიშნული სპრეის დასამზადებელი კომპონენტები ყველა ოჯახში მოიძებნება.

თქვენ დაგჭირდებათ:

2 ლ. წყალი
1. სუფ. კ. სახამებელი
0, 5 ჩ. კ ლილა
2 ს. კ. ნიშადურის ამიაკი
3 ს. კ. ძმარი

შევუდგეთ პროცესს

ყველა შემადგენელი კომპონენტის ერთმანეთთან შერევის შემდეგ სითხე კარგად უნდა შეანჯღრიოთ. აიღოთ ღრუბელი და სპეციალური ხელსახოცი, დაასველოთ ამ ხსნარში და დაიწყოთ ფანჯრის ჩამორეცხვა. თუ შესაშხურებელი უფრო გიმარტივდებათ, შეგიძლიათ სითხე პულევიზატორიან ბოთლში ჩაასხათ.

ზოგი დიასახლისი ზამთრისთვის ფანჯრებს გლიცერინით ამუშავებს. ეს გლიცერინიც კარგად უნდა ჩამოირეცხოს. თუ ფანჯარა ძალიან ჭუჭყიანია, შეასხით მას საწმენდი სითხე და ცოტა ხანი გააჩერეთ. რამდენიმე წუთის შემდეგ ფანჯრის გაწმენდა ზედმეტი სირთულეების გარეშე იქნება შესაძლებელი. უკეთესი შედეგის მისაღწევად გირჩევთ მინის გასამშრალებლად მიკროფიბრის ტილო გამოიყენოთ.

სპეციალისტების რეკომენდაციები ფანჯრის წმენდის დროს

სანამ ფანჯრების წმენდას დაიწყებდეთ, ფანჯრის რაფიდან ყველაფერი აიღეთ და კარგად გაწმინდეთ.
არც ფანჯრის რაფა დაგავიწყდეთ. ჯერ რაფა გაწმინდეთ კარგად და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდექით უშუალოდ მინების წმენდას.
სპეციალისტები გვირჩევენ ,ფანჯრები მოღრუბლულ, უქარო ამინდში გავწმინდოთ.

თუ მაღალ სართულზე ცხოვრობთ, რა თქმა უნდა, ჯობს არ გარისკოთ და ფანჯარა გრძელი ჯაგრისით გაწმინდოთ.
ექსპერტები არ გვირჩევენ ფანჯრის გასაწმენდად სოდის გამოყენებას. ის შესაძლოა აგრესიული აღმოჩნდეს მეტალის რაფისა და ჩარჩოსთვის.
იმისათვის, რომ გაწმენდის შემდეგ მინა იდეალურად სუფთა იყოს, სულ ბოლოს ის უნდა გაწმინდოთ ჯერ ვერტიკალური მოძრაობით, ხოლო შემდეგ - ჰორიზონტალური.

დღესდღეობით ფანჯრის გასაწმენდი ძალიან ბევრი საშუალება არსებობს, მაგალითად მაგნიტი ორმაგი ფანჯრებისთვის. ასეთი საწმენდი მაგნიტი ერთდროულად წმნედს მინას ორივე მხრიდან და ძალიან პრაქტიკულია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები