როგორ ალაგებენ სახლებს სხვადასხვა ქვეყნებში


ერთ ჭკვიან ადამიანს აქვს ნათქვამი, ყველამ რომ საკუთარი გარემო დაალაგოს, მთელი ქვეყანა დალაგებულ იქნებაო. მოდით, ვნახოთ, როგორ ალაგებენ სახლებს სხვადასხვა ქვეყნებში. 

საფრანგეთი


საერთოდ საფრანგეთში არ არის მიღებული სახლში შესვლის დროს ფეხსაცმელების გახდა, ამიტომაც ამ ქვეყანაში მტვერსასრუტს ძალიან დიდ პატივს სცემენ. უსადენო რობოტი მათ ფავორიტად იქცა.
საფრანგეთში ასევე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ორთქლის გენერატორები, რომელსაც იყენებენ აბაზანის, კერამიკული ფილების, რბილი ავეჯის, სანტექნიკის წმენდის დროს.
ევროპელებისთვის ეკოლოგიური სისუფთავე ძალიან მნიშვნელოვანია.
კარგ დიასახლისს საფრანგეთში ძალიან სუფთა ფანჯრები უნ
და ჰქონდეს. აქ ძირითადად მზიანი ამინდებია და გაწმენდილი ფანჯრები კარგად ჩანს, ამიტომ მშრალი ხელსახოცით ყოველდღიურად ამუშავებენ.

დანია


სკანდინავიის ეს ქვეყანა ძალიან ნესტიანია. აქ ძირითადად მოღრუბლული ან ნაწვიმარია და ადამიანები სახლში შესვლისას პირველ რიგში ფეხზე იცვლიან. ისინი სახლში ფეხშიშველები ან წინდებით დადიან. იატაკის წმენდა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი ყოველდღიური რუტინაა. სასიამოვნი სურნელისთვის უმატებენ სპეციალურ ქიმიურ საშუალებებს და არავითარ შემთხვევაში ქლორს.
დიასახლისები ძალიან ხშირად იყენებენ ძმარს. მას აზავებენ წყალში და წმენდენ სანტექნიკას, ონკანს , კარის სახელურებს და ა.შ.
ფანჯრებს არც ისე ხშირად წმენდენ, ამას ძირითადად წვიმა აკეთებს.

ემირატები


აღმოსავლურ ქვეყნებში სახლში ესა თუ ის არომატი ძალიან პოპულარული და მიღებულია. სუნებს იგრძნობთ ყველგან, სახლებში, მაღაზიებში, რესტორნებში...საამისოდ იყენებენ არომატულ ჩხირებს, დეზადორანტებს, დიფუზორებს და ა.შ.

აშშ


ამ ქვეყნის დიასახლისებს ძალიან უყვართ სარეცხის ავტომატური საშრობი. ამერიკაში გასაშრობად გაფენილ სარეცხს თითქმის ვერ შეხვდებით. აქ საშრობი ისეთივე აუცილებელი ნივთია, როგორც სარეცხის მანქანა.
აქ ძალიან პოპლარულია ყოველდღიურად, ყოველკვირეულად და ყოველთვიურად გასაკეთებლი საქმეების ფურცელზე ჩამოწერა. დღევანდელ დღეს ასეთი განრიგი ძალიან მოსახერხებელია. ფურცელი კი სმარტფონმა ჩაანაცვლა.

იტალია


ამ ქვეყანაში დიასახლისები ძირითადად მტვერს ებრძვიან. სახლს აუცილებლად დღის პირველ მონაკვეთში ალაგებენ - სამსახურამდე, სკოლამდე, უნივერსიტეტამდე.
აქ დიასახლისების მთავარი საქმე ნივთების დაფერთხვაა, იქნება ეს თეთრეული, ტილოები, ბალიშები თუ სხვა რამ.
სადილის შემდეგ სახლის დალაგება იტალიაში მიღებული არ არის.

ჩინეთი


ჩინეთში ნებისმიერ ტურისტს თვალში პირველად ეცემა სუფთა ქუჩები და სხვადასხვა სუნი.
დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ლოგინის თეთრეულის რეცხვას, სახლის გენერალური დალაგება აუცილებლად ხდება ახალი წლის წინა დღეებში.

იაპონია


იაპონიაში მტკიცედ სჯერთ, რომ სახლის დალაგება მათი ცხოვრების ხარისხზე დადებითად უნდა აისახებოდეს, მათი დევიზია თავიდან მოიშორონ ყველა უსარგებლო ნივთი. უნდა დაიტოვონ მხოლოდ ის ნივთები, რომელიც მათ აბედნიერებს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები