რამდენად ხშირად უნდა გამოვცვალოთ პირსახოცი ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე რომ არ დაემუქროს

ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად ვიცავთ პირად ჰიგიენას. ლოგინის თეთრეულის და პირსახოცის დროულად გამოცვლაც სწორედ პირად ჰიგიენას უკავშირდება.
თეთრეულისა და პირსახოცის გამოცვლის სიხშირე კი თავისთავად იმაზეა დამოკიდებული, რამდენი ადამიანი ცხოვრობს ოჯახში, ჰყავთ თუ არა შინაური ცხოველები და როგორი ვენტილაციაა აბაზანაში.

ხელების გასამშრალებელი 

ხელების გასამშრალებელი არც ისეთი დიდი ზომის არის, ამიტომ ის სწრაფად სველდება. ამ ტიპის გასამშრალებლის სტანდარტული ზომა გახლავთ 60/40 ან 50/30-ზე. ის უნდა გამოიცვალოს მინიმუმ კვირაში 3-ჯერ. მთავარია, რომ გამოყენების შემდეგ, მორიგ ხმარებამდე, გაშრობა მოასწროს. თუ
საამისოდ აბაზანაში სპეციალური საშრობი გაქვთ ან სარეცხის მანქანას აქვს საშრობის ფუნქცია, საქმე მარტივდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სველ ტილოზე ძალიან სწრაფად მრავლდება ჩვენთვის უხილავი ბაქტერიები, რომელიც ქმნის პათოგენურ ფლორას, რომლის შესახებაც უსიამოვნო სუნი გვატყობინებს. ეს არის ნიშანი იმისა, რომ გასარეცხი ტილო სასწრაფოდ უნდა მოათავსოთ სარეცხის მანქანაში და აბაზანაში დაკიდოთ ახალი, მშრალი ხელების გასამშრალებელი.
პირსახოცები აუცილებლად უნდა ირეცხებოდეს არანაკლენ 60 გრადუსი ტემპერატურისა.
ეს ტემპერატურაა საჭირო ბაქტერიების დასახოცად. სარეცხის კონდიციონერის გამოყენებას პირსახოცებისთვის არ გირჩევთ. ის ცუდად მოქმედებს ქსოვილის მიერ წყლის შეწოვის ხარისხზე.

პირსახოცი სტუმრისთვის

თუ სტუმრებს ელოდებით ეცადეთ, რომ თითოეულ მათგანს ინდივიდუალური კომპლექტი დაახვედროთ. სასურველია იყოს ერთი დიდი და ერთი პატარა ზომის, პატარა ზომის პირსახოცი უმჯობესია ყოველდღიურად გამოიცვალოს და გაირეცხოს. ასევე სასურველია, რომ სტუმრის პირსახოცი თქვენი ოჯახის წევრების პირსახოცებისგან ფერით განსახვავებული იყოს, რათა ადგილი არ ჰქონდეს გაუგებრობას.


სახისთვის
სხის პირსახოცი შეიძლება გახდეს მიზეზი სხვადასხვა პრობლემისა, მაგალითად აკნესი, ალერგიული გამონაყარის. მისი გამოცვლა ყოველდღიურად არის საჭირო.
ვისაც სახის კანზე გარკვეული პრობლემები აქვს, ვურჩევთ პირსახოცზე საერთოდ უარი თქვას.

ინტიმური ჰიგიენისთვის

ამ მიზნისთვის გირჩევთ შეარჩიოთ პატარა პირსახოცი, რადგან მისი გარეცხვა აუცილებლად ყოველდღიურად დაგჭირდებათ. რეცხვისას უმჯობესია გამოიყენოთ ანტიალერგიული და ანტიბაქტერიული გელი.

აბაზანისთვის

რეკომენდებული ზომაა 150/100, 140/70-ზე. სასურველი გამოიცვალოს სამ დღეში ერთხელ, ოღონდ იმ პირობით, რომ გამოყენების შემდეგ აუცილებლად კარგად გაშრება.

ჩაის ტილო

რაც შეეხება ჩაის ტილოებს, მისი გამოცვლის სიხშირე დამოკიდებულია მზადების ინტენსივობაზე. თუ ოჯახი დიდია და სადილებს ყოველდღიურად ამზადებთ, უმჯობესია ტილო ყოველი დღის ბოლოს გაირეცხოს.
თუ მზადების დროს შეხება გაქვთ შხეფებთან და სისხლთან, მის მოსაწმენდად უკეთესია ქაღალდის ხელსახოცი გამოიყენოთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები