ვისაც პატარა სამზარეულო აქვს, კომპრომისზე წასვლა უწევს. გადაწყვიტეთ, რა გჭირდებათ რეალურად და რაზე შეგიძლიათ უარის თქმა. საბჭოეთის დროს ითვლებოდა, რომ 6 კვ.მ სამზარეულო აბსოლუტურად საკმარისი იყო ოჯახისთვის, სასადილო ოთახში ისადილებდნენ და ივახშმებდნენ, ხოლო სამზარეულოში დილით ჩაის და ყავას მიირთმევდნენ.
თუმცა დრომ აჩვენა, რომ ეს იდეა არ გამართლდა, ადამიანებმა სამზარეულო ოჯახის თავშეყრის მთავარ ადგილად აქციეს. სამზარეულოში არამარტო სადილს ამზადებენ ადამიანები, არამედ სტუმრებსაც იღებენ, ასე რომ, 6 კვ.მ არანაირად არ არის საკმარისი.
შესაძლოა არც თქვენი სამზარეულო არის დიდი ზომის, მაგრამ ეს იმას
სამზარეულოს დიდი მაგიდა
სამუდამოდ დაივიწყეთ დიდი ზომის სამზარეულოს მაგიდა. მის მაგივრად მოიძიეთ ალტერნატიული ვარიანტი, მაგიდა ტრანსფორმერი ან სულაც სამუშაო ზედაპირი. არც ბარის ტიპის მაგიდის გაკეთებას გირჩევთ, მით უმეტეს თუ სახლში პატარა ბავსვები არიან.
სამზარეულო კუნძული
რა თქმა უნდა, ასეთი დიზაინი ძალიან ლამაზი და დახვეწილია, თუმცა არა პატარა სამზარეულოში, უფრო მეტიც, ამის გაკეთება პრაქტიკულად არის შეუძლებელი.
გუმბათოვანი გამწოვი
თუ სამზარეულო პატარა გაქვთ, აუცილებლად უნდა დაემორჩილოთ ერთ ძალიან მარტივ, თუმცა მნიშვნელოვან წესს. როდესაც რამეს დაგეგმავთ, ჯერ უნდა იფიქროთ ფუნქციონალობაზე და მხოლოდ ამის შემდეგ ვიზუალზე. აი, მაგალითად, გუმათოვანი გამწოვი იკავებს ძალიან დიდ ადგილს, რომელიც შეგიძლიათ სხვა რამეში გამოიყენოთ. კარადაში გაკეთებული მინიატურული გამწოვი თქვენთვის აბსოლუტურად საკმარისი იქნება.
სტაციონალური მიქსერი
რა თქმა უნდა, ეს ძალიან საჭირო ნივთია, რომელიც ნებისმიერ დიასახლისს გაუმარტივებს საქმეს სამზარეულოში, თუმცა, მისი გაბარიტების გამო, გირჩევთ მისი ალტერნატიული ვარიანტი შეარჩიოთ ანუ კარგი ხარისხის ხელის მიქსერი.
ყავის აპარატი
კიდევ ერთი საჭირო ატრიბუტი, რომელიც იძლევა საშუალებას იდეალური ესპრესო მოამზადოთ, თუმცა იგი საკმაოდ დიდ ადგილს იკავებს. ასე რომ, თუ ყავის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმოგიდგენიათ, გირჩევთ არჩევანი ხარისხიან ყავის მადუღარზე შეაჩეროთ.
პლასტმასის კონტეინერები
ნებისმიერ ოჯახში მოიზებნება და საკმაოდ დიდ ადგილს იკავებს, თან მტვერსაც აგროვებს. გირჩევთ, პერიოდულად მოიშოროთ თავიდან. თუ ახლის ყიდვას გადაწყვეტთ, შეიძინეთ ითხკუთხედი ან მართკუთხედი. ის ბევრად ნაკლებ ადგილს იკავებს.
სადღესასწაულო ჭურჭელი
არ არის აუცილებელი სადღესასწაულო ჭურჭელი, დიდი ზომის ლარნაკები და თეფშები სამზარეულოს კარადაში შეინახოთ, შეგიძლიათ მათ ადგილი მისაღებში ან სულაც ყუთში მიუჩინოთ და საჭიროების შემთხვევაში ისარგებლოთ ხოლმე.
უამრავი ჭიქა
ჭიქებს აქვთ გამრავლების თვისება, ამიტომ დროდადრო უნდა გადახედოთ და შეამციროთ ხოლმე. დაუფიქრებლად მოიშორეთ თავიდან ყველა ის ჭიქა, რომელიც მოუხერხებლად გეჩვენებათ ან ყური აქვს მოტეხილი ან უბრალოდ გაბზარულია.
ტექნიკა, რომელსაც არასდროს იყენებთ
ადამიანების უმეტესობა ძირითადად სამზარეულოების გაჯეტებით სარგებლობს ხოლმე, ძირითადი ტექნიკა კი თაროებზე იმტვერება. სულაც არ არის აუცილებელი ისინი გადაყაროთ, უბრალოდ შეგიძლიათ, სამზარეულოს გარდა სხვა ადგილი მიუჩინოთ.