შეცდომები დალაგების დროს, რომელმაც შესაძლოა თქვენს ჯანმრთელობას პრობლემები შეუქმნას

უხილავი ნაწილაკები მაგიდის ზედაპირზე, გაურეცხავი საჭრელი დაფა ან ბევრი ქლორი - ვისაუბრებთ იმ საშიშროებებზე, რომელიც შესაძლოა გამოიწვიოს ამ და სხვა ფაქტორებმა.

1. გაურეცხავი დაფა

უმი ხორცი უამრავ მიკრობს შეიცავს, ეს მიკრობები სხვადასხვა დაავადებას იწვევს, ამიტომ მას შემდეგ, რაც უმ ხორს დაამუშავებთ, დაფა საგულდაგულოდ უნდა გარეცხოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა თქვენს და თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქროს.

2. მაგიდის ან სამუშაო ზედაპირის აგრესიული მეთოდებით დამუშავება

მაგიდა ან სამუშაო ზედაპირი ის ადგილი, რომლიდანაც ძალიან მარტივია სხვადასხვა ნივთიერების ორგანიზმი მოხვედრა, ამიტომ გირჩევთ, რომ
ეს ადგილები მაქსიმალურად ბუნებრივი და ანტიალერგიული საშუალებებით დაამუშავით და უარი თქვათ ქიმიური საშუალებების გამოყენებაზე.

3. გადამეტებული ქლორი

ყველა ის საშუალება, რომელიც შეიცავს ქლორს, ძალიან დიდი სიფრხილით უნდა იქნას გამოყენებული.
ამ დროს აუცილებელია დიასახლისმა გააღოს სარკმელი ან ფანჯარა, გაიკეთოს ხელთათმანი და ნიღაბი, რესპირატორი. ამ წესების დაუცველობით შესაძლოა სერიოზული დაზიანებები, კანის დამწვრობაც კი მიიღოთ, ამიტომ გირჩევთ იყოთ ზედმიწევნით ყურადღებიანები.

4. გავლება

ნებისმიერი დალაგების დროს ამა თუ იმ ზედაპირზე რჩება ქიმიური საშუალებების ნარჩენები, რაც ძალიან სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ამიტომ ჩვენი რჩევა იქნება, გავლების პროცესს უფრო მეტი ყურადღება და დრო დაუთმოთ, რათა თავიდან აიცილოთ მოსალოდნელი საფრთხეები.

5. ქიმიური საშუალებების ხშირად გამოყენება


სახლის დალაგების დროს არ არის სასურველი ყოველ ჯერზე აგრესიული ქიმიური საშუალბების გამოყენება, ყოველდღიურად უბრალოდ სველი ტილოც საკმარისია მტვრისა და ზედაპირული ჭუჭყის მოსაშორებლად.

6. პროფესიული წმენდის იგნორირება

სახლის დალაგების დროს მტვრის აღება და ავეჯის ზედაპირის დამუშავება არც ისე რთული პროცესია, თუმცა რაც შეეხება რბილი ავეჯის შალითებს, აქ საქმე შედარებით რთულად არის, ის ხშირად ისე არის დაბინძურებული, რომ სახლის პირობებში მისი წმენდა თითქმის შეუძლებელია, ამიტომ ექსპერიმენტების ჩატარებას გირჩევთ პროფესიონალურ ქლინინგს მიმართოთ, ხარისხიც უკეთესი გექნებათ და არც გაწვალდებით.

7. სპირტის ნაცვლად ქლორი

ქლორიც და სპირტიც ეფექტურად გამოიყენება დეზინფექციისთვის, თუმცა ამ ორ საშუალებას შორის ის სხვაობაა, რომ სპირტი ნაკლებად ტოქსიკურია. ამიტომ ყოველთვის გირჩევთ უპირატესობა ქლორს მიანიჭოთ. ამით თქვენ სასუნთქ გზებს სერიოზულ საჩუქარს გაუკეთებთ.

8. თვითნაკეთი საწმენდი საშუალებები

არსებობს ბევრი ერთი შეხედვით უვნებელი ნივთიერება, რომელთა ერთმანეთში შერევაც არაფრთ შეიძლება, ამიტომ, დიასახლისებს უმორჩილესად ვთხოვთ, თავი შიეკავონ ექსპერიმენტებისგან და თუ დარწმუნებულები არ არიან, რომ ეს დასაშვებია, ერთმანეთში არაფერი გადაურიონ.

9. საწმენდი საშუალებების ხელმისაწვდომ ადგილზე შენახვა

არანაირი საწმენდი საშუალება არ უნდა ინახებოდეს სახლში ისეთ ადგილას, სადაც ბავშვი თუ შინაური ცხოევლი ადვილად მისწვდება. ეს ძალიან საშიშია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები