როგორ შევინარჩუნოთ მოწესრიგებული სამზარეულო?


გიგრძვნიათ ქაოსი სამზარეულოში? თუ კი, ესე იგი, რაღაც გაკლიათ. კერძოდ კი ისეთი ნივთი, რომელიც მის მოწესრიგებაში დაგეხმარებათ, თან ისე, რომ დიდი ძალისხმევა არ დახარჯოთ. სამზარეულოს ყველაზე გავრცელებული არეულობა, ძირითადად, გამოწვეულია ჭურჭლისა და პროდუქტების სათავსოების უკმარისობით, ან მათი არასწორად განაწილებით. მუდმივად მოწესრიგებული სამზარეულოსა და მისი ინტერიერის სილამაზის შენარჩუნებისთვის, დეკორატიული ნივთების გარდა, აუცილებლად დაგჭირდებათ:

თარო, დამატებითი საკიდებით - ყველა სამზარეულოში გამოიძებნება ადგილი კედელზე, სადაც შესაძლებელია მიამაგროთ ჭურჭლის თარო, დამატებითი საკიდებით.

საკიდი თაროები ნაკლებად ტვირთავს სამზარეულოს და იდეალურად გეხმარებათ, რომ მარტივად გაათავისუფლოთ მაგიდის ზედაპირი ზედმეტი ჭურჭლისგან.

ჭურჭლის საშრობი
თარო ნიჟარასთან ახლოს
- ყოველდღიური მოხმარების ჭურჭლისთვის, მაგალითად, რამდენიმე ცალი თეფში, ჭიქა ყავისთვის და ჩაისთვის, რამდენიმე ცალი სუფრის კოვზი, ჩანგალი და დანა. ასე რომ, სამზარეულოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს საშრობი თარო, ნიჟარასთან ახლოს.

საშრობი თარო გეხმარება, რომ გაგიმარტივოს ყოველდღიური მოხმარების თეფშების და ჭიქების „დაბინავების“ პროცესი. რის შედეგადაც, სამზარეულოს ნიჟარაში, დაურეცხავი ჭურჭელიც არ გროვდება.

კოვზების და დანა-ჩანგლის უჯრის ორგანაიზერი - გარდა ზედაპირებისა, წესრიგი, აუცილებელია სამზარეულოს სათავსოებსა და უჯრებში, რათა ნებისმიერმა სტუმარმა, მარტივად შეძლოს სასურველი ნივთის პოვნა და თქვენც, გაგიმარტივდეს დალაგების პროცესი.

დანა-ჩანგალი და კოვზები, ერთ-ერთი სახის ჭურჭელია, რომელიც უხვად გვიგროვდება და ამიტომაც მათი შენახვა დახურულ სივრცეში უმჯობესია. ამისათვის გამოიყენეთ მრავალგანყოფილებიანი უჯრის ორგანაიზერი, რომელიც დაგეხმარებათ მათ სწორად განაწილებაში. მნიშვნელოვნად დაზოგავთ დროს და ნერვებს.

კედლის მაგნიტი დანებისთვის - ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული ნივთი სამზარეულოში, კედლის მაგნიტია, რომელზეც დანების მიმაგრება და მოხსნა ძალიან მოსახერხებელი და მარტივია.

მაგნიტით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ტრადიციული, დანების ხის ჩასადები, რომელიც არც თუ ისე პატარა ადგილს იკავებს მაგიდის ზედაპირზე, გარდა ამისა, ის რთულად იწმინდება და დროდადრო, მის სიღრმეებში შესაძლოა გარკვეული ბაქტერიებიც დაგროვდეს. ხის ჩასადებისგან განსხვავებით, სამზარეულოს მაგნიტი უმარტივესად იწმინდება და თან, მიმაგრებული დანების ზედაპირი მუდმივად ჰაერთან შეხებაშია, რაც ჰიგიენურად უფრო გამართლებულია. 


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები