როგორ გავაფორმოთ საახალწლო სუფრა - ლამაზი დეკორირების იდეები

ახალი წელი კარს მოგვადგა, მას მოჰყვება შობა, ძველით ახალი წელი, ერთი სიტყვით, საზეიმო სუფრები და დიასახლისები სულ უფრი მეტს ფიქრობენ იმაზე, როგორ გააფორმონ ორიგინალურად საახალწლო სუფრა და მოიწონონ თავი სტუმრების წინაშე.
მაგიდის ხელსახოცები საზეიმო სუფრას განსაკუთრებულ ელფერს და ხიბლს სძენს, ხელსახოცების განთავსება კი ბევრნაირად არის შესაძლებელი. შემოგთავაზებთ რამდენიმე ძალიან მომგებიან ვარიანტს.

ბაფთები

ელეგანტური სერვირების შესაქმნელად მსგავსი ბაფთები მართლაც განუმეორებელია.

ზარი

ზარის ხმა ახალი წლის და შობის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია. გარდა ხმისა, ზარით საახალწლო მაგიდის დამშვენებაც არის შესაძლებელი, თუკი ამ აქსესუარით
თეფშებს გავაფორმებთ. კომპოზიცია შეგიძლიათ გააფორმოთ რომელიმე ყვავილით ან წიწვოვანი ტოტით.

მცენარეები

ხელსახოცზე განთავსებულ რამდენიმე გირჩს ან ნაძვის ტოტს თქვენს სახლში საუცხოო განწყობის შემოტანა შეუძლია.

ოქრო

ოქროსფერი რგოლი ნებისმიერ სუფრას კლასიკურ, ელეგანტურ ელფერს ანიჭებს.

ხე

შედარებით მსუბუქი ატმოსფეროს შესაქმნელად კი ოქროსფერი რგოლი შეგიძლიათ უბრალო ხის ტოტებით ჩაანაცვლოთ.

ეფექტური კვანძი

ეფექტური საახალწლო სერვირების შექმნა განსაკუთრებული ელემენტების გარეშეც არის შესაძლებელი, შეგიძლიათ ხელსახოცები უბრალოდ გადაკვანძოთ და ორიგინალური სუფრა სტუმრებს ნამდვილად გააოცებთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები