სამი ადგილი სახლში, სადაც სარკის დაკიდება არ შეიძლება


ძველი ჩინური სწავლების, ფენ შუის მიხედვით, სარკეს სახლში არა მხოლოდ სარგებლის, ზიანის მოტანაც შეუძლია. ამიტომ დეკორის ამ ელემენტის შერჩევას ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. მისი დაკიდება სახლში ყველგან როდი შეიძლება.
რაც შეეხება სარკის ფორმას, კლასიკური ვარიანტია ოვალური, თუმცა დიასახლისები ფორმას საკუთარი გემოვნების მიხედვით ირჩევენ ხოლმე. აი, ადგილი კი დიდი სიფრთხილით უნდა შეირჩეს.



არ ღირს სარკის დკაიდება შესასვლელი კარის და ფანჯრის პირდაპირ.
ამან შესაძლოა სახლიდან დადებითი ენერგიის გადინებას შეუწყოს ხელი, რასაც შესაძლოა თან გაყვეს ოჯახის კეთილდღეობა და ფინანსები, სამაგიეროდ შესაძლოა მოჰყვეს
ბევრი უსიამოვნება და ნეგატიური ემოცია.
კატეგორიულად აკრძალულია სარკის დაკიდება საძინებელშიც, ითვლება, რომ მძინარე ადამიანი სარკეში არ უნდა ირეკლებოდეს.
ასევე არ გირჩევთ სარკის ქურასთან ახლოს დაკიდებას. ის ენერგიას წაგართმევთ.
სარკის ადგილი შემოსასვლელშია. აქ ადგილის სივრცესაც გაზრდის ვიზუალურად და დადებით ენერგეტიკასაც შემოიტანს.
ნეგატიური ენერგიის თავიდან ასაცილბელად სარკეები მაქსიმალურად ხშირად უნდა გაწმინდოთ ხოლმე.

კომენტარები

Ana 2023-08-29 18:05
საერთოდ რო არ დავკიდოთ

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები