სახლის დალაგება კონმარის მეთოდის მიხედვით - გზამკვლევი, რომლის მიხედვითაც აღარანაირი კითხვა აღარ დაგრჩებათ

ეს ერთ-ერთი პოპულარული მეთოდია, რომელიც დაგეხმარებათ გადაასხვაფეროთ თქვენი სახლი.
თუ ცოტათი მაინც არ ეცდებით შეინარჩუნოთ სახლში წესრიგი და სისუფთავე, რემონტსაც კი აზრი არასდროს ექნება.

მაგიური წმენდა - რას ნიშნავს ეს?
რამდენიმე წლის წინ იაპონელმა კონსულტანტმა სისუფთავის სფეროში მარი კონდომ, იგივე კონმარიმ, რევოლუცია მოახდინა იდეალური სისუფთავის დამყარების სფეროში.
დასუფთავების გარკვეული სისტემები იქამდეც არსებობდა, თუმცა ამ იაპონელმა ნამდვილი რევოლუცია მოახდინა.
ერთ-ერთი მთავარი პირობაა, სახლში დაიტოვოთ მხოლოდ ის ნივთები, რომლებიც რეალურად გჭირდებათ და განიჭებთ ბედნიერებას. ამ დროს სახლში დაბრუნება ყოველთვის ბედნიერებას მოგანიჭებთ.

იმისათვის,
რომ სახლი დაგხვდეთ მოწესრიგებული, უნდა შეასრულოთ გარკვეული წესები.
მთავარია გაითავისოთ, რომ სახლის დასუფთავება პირველ რიგში გულისხმობს ზედმეტი ნივთებისგან განთავისუფლებას. ეს არის რეგულარული, ყოველდღიური პროცესი.
კონმარი არ საუბრობს მტვრის წმენდასა და ჭურჭლის რეცხვაზე. მარი საუბრობს იმაზე, რომ ადამიანმა უნდა იცხოვროს ისე, რომ ყოველდღიურად თავი იგრძნოს ბედნიერად.
სწორედ ამიტომ დადიან ადამიანები სამოგზაუროდ, ყიდულობენ გემრიელ საკვებს, ლამაზ ტანსაცმელს. როდესაც ვალაგებთ და ვასუფთავებთ სახლს ჩვენი საბოლოო მიზანი სწორედ სიამოვნების მიღებაა. ვალაგებთ სახლს იმიტომ, რომ შევიქმნათ კომფორტი და მივიღოთ სიამოვნება.
კონმარის მეთოდის ორი მთავარი პრინციპი საბოლოოდ არის:
1.ზედმეტი ნივთებისგან გათავისუფლება.
2. შესანახი სისტემების ორგანიზება.

ქალბატონი კონდო ხშირად იმეორებს, რომ გენერალური დასუფთავება შეგიძლიათ ჩაატაროთ მხოლოდ ერთხელ, მეტი უბრალოდ არ დაგჭირდებათ. გენერალური დასუფთავება კი გულისხმობს უბრალოდ სახლიდან ნაგვის გატანას, იმ ნივთების, რომლებიც გაღიზიანებთ, გიშლით ნერვებს, ცუდ ხასიათზე გაყენებთ და უბრალოდ არავითარი ფუნქცია არ აქვს.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანი დაახარისხოთ ნივთები, ანუ ყველა ნივთს თავისი ადგილი მიუჩინოთ. თუ ამ ორ პუნქტს სისტემატურად შეასრულებთ, თქვენი სახლი ყოველთვის მყუდრო, მოწესრიგებული და დალაგებული იქნება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები