თანამედროვე დიასახლისების ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. თუმცა ხშირად ისეთ რაღაცებს მოფიქრებენ ხოლმე, საქმეს მართლაც შველის.
ხშირად ხდება, რომ სარეცხი ისე კარგად არ ირეცხება, როგორ ჩვენ გვსურს, მით უმეტეს, თუ ნივთი დალაქავებულია. რა თქმა უნდა, ვიყენებთ ლაქების ამომყვანს ან მათეთრებელს, თუმცა შედეგი ყოველთვის დადებითი როდი გვაქვს.
ქალებმა, რომელთაც მობეზრდათ ამ პრობლემასთან ჭიდილი და საბოლოოდ სულ რამდენჯერმე გამოყენებული ნივთის გადაგდება ლაქების გამო, მიაგნეს გამოსავალს. მათ აღმოაჩინეს, რომ მარილი თურმე მარტო სამზარეულოში და კულინარიაში როდი გამოიყენება. ეს ნივთიერება ძალიან კარგი საშუალება ყოფილა ლაქების
ამოსაყვანად, ქსოვილისთვის ფერის შესანარჩუნებლად და წყლის დასარბილებლადაც კი. ის უბრალოდ უნდა დაამატოთ სარეცხის მანქანაში სარეცხის რეცხვის დროს. გამოცდილი დიასახლისები ირწმუნებიან, რომ მარილის გამოყენების შემდეგ ქსოვილი ისე რბილდება, როგოც სარეცხის კონდიციონერის გამოყენების შემთხვევაში.
რეცხვის დროს მარილის გამოყენების შემთხვევაში გასათვალისწინებელია მხოლოდ ერთი დეტალი - რეცხვის დამთავრების შემდეგ უნდა ჩართოთ დამატებითი გავლების რეჟიმი, რათა სარეცხზე მარილის ნაწილაკები არ დარჩეს.
მარილის დამატება შესაძლებელია ფხვნილის განყოფილებაში, 1-2 სუფრის კოვზი სავსებით საკმარისი იქნება. თუ დოლურა სავსეა სარეცხით, შეგიძლიათ მარილი 3-5 კოვზიც კი დაამატოთ. ზოგიერთი დისალისი კი მარილს პატარა ტომსიკაში ათავსებს და ისე დებს სარეცხის მანქანაში, რათა თავიდან აიცილოს მარილის ნაწილაკების სარეცხზე დარჩენა.