თუ სახლში უსიამოვნო სუნი გცემთ - რომელი ადგილები უნდა შეამოწმოთ


სარეცხის მანქანა, საცხობი ღუმელი, სარეცხით სავსე კალათა და სხვა ადგილები, რომლებიც პირველ რიგში უნდა შეამოწმოთ, თუ სახლში უსიამოვნო სუნი გცემთ.

კანალიზაციის მილი


ეს უსიამოვნო სუნის ერთ-ერი მთავარი და აშკარა მიზეზია. ძველ მილებს თავისი, სპეციფიკური სუნი აქვთ. უსიამოვნო სუნის მიზეზი შესაძლოა იყოს ასევე საჭმლის გაჭედილი ნარჩენები.

სარეცხის მანქანა


სარეცხის მანქანას საგულდაგულო მოვლა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის შესაძლოა დაობდეს. სოკო არა მარტო ჯანმრთელობისთვის არის საშიში, ის უსიამოვნო სუნსაც იწვევს, რომელიც შესაძლოა მთელ სახლში გავრცელდეს.
თუ სარეცხის მანქანას ვიზუალურად არაფერი ეტყობა, კარგად შეუმოწმეთ რეზინის
შიდა მხარეები, შესაძლოა ობი სწორედ იქ იმალებოდეს.

ღუმელი


მომზადების პროცესში საკვები ნაწილაკები შესაძლოა ღუმელში დაიყაროს. თუ ჩვევად არ გაქვთ ღუმელის ყოველი მომზადების შემდეგ გაწმენდა, უსიამოვნო სუნის გაჩენის შემთხვევაში, გირჩევთ, იქაც შეიხედოთ.

მაცივარი

მაცივარში სუნი შესაძლოა სხვადასხვა მიზეზების გამო გაჩნდეს, მაგალითად, თუ იქ ნიორი ან ხახვი ინახება.
სუნი შესაძლოა გალღობის შედეგადაც გაჩნდეს. ამის თავიდან ასაცილებლად გალღობის პროცესში მაცივრის კარი ყოველთვის ღია დატოვეთ.

ჭურჭლის სარეცხი მანქანა

ეს სარეცხის მანქანის ანალოგიური შემთხვევაა. აქაც არსებობს სოკოს და ნესტის გაჩენის საშიშროება.

შინაური ცხოველების აქსესუარები

უსიამოვნო სუნის მიზეზი ძალიან ხშირად არის შინაური ცხოველის, კატის ან ძაღლის საწოლი ადგილი, მათი აქსესუარები, აკვარიუმი, ზაზუნას გალია. შესაძლოა გარედან არაფერი ეტყობოდეს, თუმცა სუნი მაინც ასდიოდეს, ამიტომ აუცილებელია ამ ნივთების რეგულარული, საგულდაგულო წმენდა და რეცხვა.

ფეხსაცმლის კარადა


წვიმიანი ამინდი, სველი ფეხსაცმელი შესაძლოა სახლში უსიამოვნო სუნის მიზეზი გახდეს. არის შემიხვევა, ფეხსაცმელმა უბრალოდ ვერ მოასწრო გაშრობა და ამის გამო გაუჩნდა უსიამოვნო სუნი.

გამწოვი


შესაძლოა გაიჭედოს გამწოვი მილი და მაშინ სახლიდან უსიამოვნო სუნი გარეთ კი არ გავა, პირიქით, სახლში შემოვა. გარდა ამისა, მილში შესაძლოა აღმოჩნდეს რომელიმე ცხოველი ან ფრინველის მიერ შეტანილი საკვები და ამან დაიწყოს ლპობა. ამიტომ, თუ უსიამოვნო სუნის მიზეზს სხვაგან ვერ მიაგენით, კარგად შეამოწმებინეთ გამწოვი მილი.

სარეცხის კალათა

თუ ჩვევად გაქვთ გასარეცხი სარეცხის შეგროვება და მერე ყველაფრის ერთიანად გარეცხვა, გასარეცხი ნივთები თავისუფლად შესაძლოა იქცეს უსიამოვნო სუნის მიზეზად. ასევე, თუ თავად კალათა ან ყუთი, რომელშიც მოთავსებულია სარეცხი, არ სუნთქავს, უსიამოვნო სუნი შესაძლოა უფრო სწრაფად გავრცელდეს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები