ზაფხული ის დროა, როდესაც სახლის დალაგება და ყოველდღიური რუტინა ყველაზე ნაკლებად სასიამოვნო საქმიანობაა დიასახლისებისთვის. არადა, არსებობს ნივთები, რომელთა იგნორირება არაფრით შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში, არა ნივთებთან, არამედ პრობლემებთან გამკლავება მოგიწევთ.
მოდით ვნახოთ, რომელიც ნივთები საროებს ზაფხულში რეგულარულ დასუფთავებას.
სამზარეულოს ზედაპირი და ფურნიტურა
ზაფხულში, სიცხეში საკვებით მოწამვლა ძალია ადვილია. სამზარეულოში ძალიან ბევრი სახიფათო ზონა წარმოიქმნება ადამიანის ჯანმრთელობისთვის. სველი ნიჟარა, მაგიდის საწმენდი, ცხიმიანი ნათითურები, კარადის სახელურები, ერთი სიტყვით, უამრავი დეტალი სამზარეულოში, რომელიც რეგულარულად სველი წესით და სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებას მოითხოვს. ეცადეთ სამზარეულო საფუძვლიანად
ლოგინის თეთრეული
ზაფხულში ლოგინის თეთრეული ბევრად ხშირად უნდა გამოცვალოთ ვიდრე ზამთარში. სიცხეში ადამიანები მეტად ვოფლიანდებით, რაც შესანიშნავ პირობას უქმნის ბაქტერიებს წარმატებით გავრცელებაში. ეცადეთ ლოგინის თეთრეული კვრაში ერთხელ მაინც გამოცვალოთ თუ ამის გაკეთებას უფრო ხშირად ვერ ახერხებთ. კარგი იქნება, თუ რეცხვის დროს ფხვნილთან ერთად სოდასაც გამოიყენებთ.
მოაშორეთ საძინებლიდან რბილი სათამაშოები, სქელი ფარდები, რათა თავიდან აიცილოთ ზედმეტი მტვერი, დაალაგეთ ოთახი სველი წესით რაც შეიძლება ხშირად.
აბაზანის აქსესუარები
ზაფხულში შხაპის მიღება განსაკუთრებით სასიამოვნოა და იმაზე ხშირად გვიწევს, ვიდრე წელიწადის სხვა დროს. შედეგად წარმოიქმნება ნესტი და თუ აბაზანაში არ არის კარგი ვენტილაცია, მიკრობების გამრავლების შანსიც ერთიორად იზრდება. ზედმეტი ინფექციების თავიდან ასაცილებლად აუცილებლად კარგად გარეცხეთ ხოლმე შხაპის თავი, ყველაზე მეტი მიკრობი სწორედ იქ გროვდება.
კარგ იქნება, თუ ცოტა ხნით ძმრიან წყალში ჩაალბობთ. ასევე გირჩევთ ყოველდღიურად დაამუშაოთ სადეზინფექციო ხსნარით ნიჟარა და უნიტაზი.
კონდიციონერის ფილტრი და ვენტილატორი
გამომდინარე იქიდან, რომ ზაფხულში ამ ორ ნივთს რეგულარულად მოვიხმართ, მათი გასუფთავებაც აუცილებელია. ეს ეხება კონდიციონერის ფილტრსა და ვენტილატორს ფრთებს.
ტანსაცმელი
მიუხედავად იმისა, რომ ყველა მოვიხმართ დეოდორანტებს, რაც ხელს უშლის ოფლის გამოსვლას სხეულიან, ეს არ გვიცავს ზედმეტი ოფლიანობისგან. ამიტომ, სასურველია, ტანსაცმელი ხშირ-ხშირად გავავლოთ, რომ შევარჩუნოთ სისუფთავე და ვიყოთ უსაფრთხოდ.
ფეხსაცმელი
ფეხსაცმელი - ბაქტერიები გამრავლების კიდევ ერთი წყარო, ზაფხულში ფეხი ღია ფეხსაცმელშიც კი ოფლიანდება, ამიტომ ეს ნივთი საგულდაგულო მოვლასა და ხშირ რეცხვასა და განიავებას საჭიროებს.
მტვრიანი ზედაპირები
თუ სახლში არ არის კონდიციონერი, ღიაა ფანჯრები. შესაბამისად, შემოდის უამრავი მტვერი, ამიტომ სახლის სველი წესით დასუფთავება ყოველდღიურად არის აუცილებელი.