ზოგიერთი ადამიანი სამზარეულოს წმინდა ადგილად მიიჩნევს. საკვების მომზადების პროცესი მაათთვის საიდუმლო რიტუალთან ასოცირდება. თუ გნებავთ, რომ თქვენი მომზდებული კერძი განსაკუთრებულად გემრიელი და ლამაზი გამოვიდეს, აუცილებელია გარკვეული წესების დაცვა. გამოცდილმა დიასახლისებმა კი კარგად იციან, როდის რა უნდა გააკეთონ განუმეორებელი შედეგის მისაღწევად.
ამ შემთხვევაშიც ვეცდებით დაგეხმაროთ და გაგიზიაროთ ის კულინარიული ხრიკები, რომლებიც ნამდვილად დაგეხმარებათ სამზარეულოში ფუსფუსის დროს და თქვენს სტუმრებს აღფრთოვანებში მოიყვანს, თქვენ კი ბედნიერი და საკუთარი თავით კმაყოფილი დარჩებით გაოცებული სტუმრების და ოჯახის წევრების კომპლიმენტების მოსმენის შემდეგ.
1. სალათის მომზადებამდე 15
2. სანამ ყავის მოდუღებას დაიწყებთ, ჩაამატეთ მასში მწიკვი მარილი, უმჯობესია, თუ ეს იქნება ზღვის მარილი, და მწიკვი დარიჩინი. ასე მომზადებული ყავა ძალიან არომატული იქნება. ასევე ძალიან გემრიელი იქნება ყავა, თუ მას კარგად გამომშრალ და დაფქვილ ლიმონის ან ფორთოხლის ცედრას დაუმატებთ.
3. სალათებისთვის გირჩევთ ყოველთვის მსხვილი მარილი გამოიყენოთ და არა სუფრის, წმინდა მარილი. ასე სალათი უფრო გემრიელი გამოგივათ. თან, მსხვილი მარილი უფრო სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის.
4. სალათებს მარილი უნდა დაუმატოთ სულ ბოლოს, სუფრასთან მიტანის წინ. ბოსტნეულის სალათი კიდევ უფრო არომატული რომ იყოს, მარილთან ერთად ცოტაოდენი შაქარიც დაუმატეთ. შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ.
5. იდეალური ტორტის ბისკვიტის გამოცხობის საიდუმლო ძალიან მარტივია. ცომის მომზადებისას კვერცხის, ფქვილის, კარაქის და შაქრის რაოდენობა გრამებში თანაბარი უნდა იყოს.
6. ცომს აუცილებლად უნდა დაამატოთ ცოტაოდენი მარილი, ეს ეხება ნამცხვრის ტკბილ ცომსაც კი. მარილი აუმჯობესებს ცომის ხარისხს და ის კარგად გამოცხვება, მარილი მას ფორმის შენარჩუნებაშიც დაეხმარება. ეს ინგრედიენტი უკვე გამომცხვრი პროდუქტის გემოვნურ თვისებებზეც დადებითად აისახება.
7. იმისათვის, რომ მოამზადოთ იდეალური ერბოკვერცხი, მის მოსამზადებლად გამოიყენეთ არა მარტო კარაქი, არამედ ცოტაოდენი წყალიც. როდესაც ცილა დაიწყებს გათეთრებას, ტაფაში ჩაამატეთ ცოტაოდენი წყალი. ასე თქვენი ერბოკვერცხი არ მიიწვავს, გამოვა უფრო ნაზი, გემრიელი და სასარგებლო.
8. ბალზამირებული ძამრი, ბალზამიკო - ეს არა მარტო სალათების შესაზავებელი განუმეორებელი საშუალებაა, არამედ ძალიან კარგია ხორცის დასამარინადებლად.
ასევე სცადეთ, აიღეთ მარწყვი, მოაფრქვიეთ მას შაქრის პუდრა და მოასხით რამდენიმე წვეთი ბალზამიკო. ნახავთ, რა გემრიელი იქნება. ხილის ბევრი სახეობა ძალიან კარგად ითავსებს ბალზამიკოს არომატს.
9. თქვენი კატლეტი ბევრად ნაზი და ფაფუკი გამოვა, თუ მასში პურის ნაცვლად ორცხობილას ფხვნილს შეურევთ.
10. ხორცი შეწვამდე კარგად გაამშრალეთ ხელსახოცით და ხრაშუნა ოქროსფერი ზედაპირი გარანტირებული გექნებათ.
11. ცხობის დროს ცომში ჩაამატეთ სულ ცოტა ალკოჰოლი, კონიაკი, არაყი ან რომი. ამ ხრიკის მეშვეობით თქვენი ცომი გამოვა არომატული და ხრაშუნა.
12. თუ თქვემ არ გიყვართ ლობიო, სცადეთ მისი შემდეგნაირად მომზადება - მოთუშეთ ის ლუდში, შემწვარ ხორცსა და ბოსტნეულთან ერთად. გვერწმუნეთ, ასე მომზადებული ლობიო აუცილებლად შეგიყვარდებათ.
13. მომზადებამდე 2-3 საათით ადრე ხორცი მდოგვში რომ ჩაალბოთ, საოცრად არომატულ კერძს მიიღებთ. ასევე შეგიძლიათ, მომზადებამდე ცოტა ხნით ადრე ხორცს მარილი მოაყაროთ, გააჩეროთ ასე, შემდეგ კარგად გარეცხოთ და ისე მოამზადოთ თქვენთვის სასურველი კერძი. ხორცი რბილი და წვნიანი გამოვა.
14. კარგად გაციებულ, ახალდაყენებულ მომწარო ჩაის დაუმატეთ ცოტაოდენი სოდა, ლიმონთან, პიტნასთან და დარიჩინთან ერთად შესანიშნავ გამაგრილებელ სასმელს მიიღებთ.
15. იმისათვის, რომ დანა არ დაგიბლაგვდეთ, ხმარებისთანავე გარეცხეთ და კარგად გაამშრალეთ.
16. სოდა ძალიან არბილებს ნებისმიერ ხორცს. მომზადებამდე ცოტა ხნით ადრე დააყარეთ ეს თეთრი ფხვნილი ხორცს, გააჩერეთ 15 წუთით, კარგად გარეცხეთ ცივ წყალში და ისე მოამზადეთ. ამ შემთხვევაშიც შედეგი ნამდვილად გაგაოცებთ.
17. სუფრაზე მიტანისას ცხელი კერძები ღუმელში სპეციალურად გაცხელებული ჭურჭლით მიიტანეთ, ხოლო ცივი კერძები - მაცივარში წინასწარ მოთავსებული ცივი ჭურჭლით. ეს ხრიკი თქვენი კერძების გემოს ერთიორად გააუმჯობესებს.