როგორ ალაგებს სახლს სუფთა დიასახლისი და როგორია "ვითომ დალაგებული" სახლი


კარგი დიასახლისი ის კი არ არის, ვისაც დასუფთავება უყვარს. წესრიგის ნამდვილ დედოფალს შეუძლია ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნოს სისუფთავე.
სახლის რეგულარული დალაგება, რომელიც ჩვეულებრივ კვირაში ერთხელ ტარდება, ტრადიციულად მოიცავს იატაკის რეცხვას, მტვრის გაწმენდას, სანტექნიკის გაწმენდას და ა.შ. თუმცა, ამ ძირითადი ამოცანების მიღმა ვივიწყებთ არანაკლებ მნიშვნელოვან წვრილმანებს, რომელიც გასცემს მოუწესრიგებელ დიასახლისს.

ჭუჭყიანი რბილი ავეჯი


როდის გაწმინდეთ ბოლოს რბილი ავეჯი? როგორც წესი, ეს პროცედურა არ შედის ძირითად "დასუფთავების" სიაში, ამიტომ დივანები და სავარძლები სათანადო ყურადღების გარეშე რჩება. მაგრამ მათზე ყოველდღიურად უზარმაზარი მტვერი გროვდება და
რაც უფრო დიდხანს უგულებელყოფთ, მით უფრო სწრაფად ჭუჭყიანდება შალითები. ამიტომ დივანი და სავარძლებიი ხშირად დაასუფთავეთ მტვერსასრუტით, ხოლო ლაქებთან საბრძოლველად ყოველთვის ხელთ გქონდეთ საყოფაცხოვრებო ქიმიკატები, რომლებიც შექმნილია რბილი ქსოვილის ჭუჭყის მოსაშორებლად.

ლაქებიანი სარკე


სარკეზე წყლის ლაქებმა, თითის ანაბეჭდებმა, მტვრის ფენამ და სხვა ჭუჭყმა შეიძლება ინტერიერი გააფუჭოს. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია დერეფანში და აბაზანაში. გირჩევთ, სარკეები მაშინვე გაწმინდოთ, როცა მათზე ჭუჭყი გამოჩნდება - ეს ზედაპირის დალაგებას ბევრად უფრო მარტივს და სწრაფს გახდის. 

გასარეცხი ჭურჭელი


გეთანხმებით, ჭურჭლის რეცხვა ყოველთვის დამქანცველია, განსაკუთრებით საღამოს, მძიმე სამუშაო დღის შემდეგ. ჭურჭლის სარეცხი მანქანა ამაში ძალიან კარგად დაგეხმარებათ, მაგრამ თუ ნიჟარა საკუთარი ხელით უნდა "განტვირთოთ", უმჯიბესია ჭურჭელი არ დააგროვოთ და ეს რაც შეიძლება სწრაფად გააკეთოთ ხოლმე.

მოუწესრიგებელი მაცივარი


კონტეინერებით ქაოტურად მიმოფანტული საკვები და სადილის ნარჩენები მნიშვნელოვნად ართულებს მაცივრის გამოყენების პროცესს. გადატვირთული თაროები აფერხებს ცირკულაციას მაცივრის შიგნით, რის შედეგადაც ის შეიძლება დაზიანდეს.

ამ მიზეზით, გირჩევთ, რაც შეიძლება ხშირად შეამოწმოთ საკვების ვარგისიანობის ვადა. მზა საკვები ჰერმეტულ კონტეინერებში მოათავსეთ, რომლებიც მჭიდროდ იხურება, რათა თავიდან აიცილოთ სუნის გავრცელება. თვეში ერთხელ ჩაატარეთ გენერალური წმენდა - ამოიღეთ თაროები, კარგად გაწმინდეთ, გარეცხეთ უჯრები, ზედაპირები დაამუშავეთ ძმრით ან სხვა სადეზინფექციო საშუალებით და ა.შ.

ობი აბაზანის ფილებს შორის


აბაზანის დალაგების დროს პირველი, რასაც ვაკეთებთ, უნიტაზის და ნიჟარის წმენდაა, საშხაპე კედლების და სარკის მოწესრიგება, ფილები კი ხშირად სათანადო ყურადღების მიღმა რჩება ხოლმე. ეცადეთ, დასუფთავებისას არ უგულებელყოთ ეს ადგილები. დაამუაშვეთ ის სპეციალური პროდუქტებით, თუ ფილებს შორის ნაპრალები უბრალოდ ჭუჭყიანია, მათი ადვილად მოწესრიგებაა შესაძლებელია ჩვეულებრივი სოდისა და ძველი კბილის ჯაგრისის გამოყენებით.

დამჭკნარი და მოუვლელი ყვავილები


ეს ეხება არა მხოლოდ თაიგულს ლარნაკში, არამედ ოთახის მცენარეებს. თუ ასეთი ყვავილები გაქვთ, სწრაფად გადაყარეთ ან შეეცადეთ გააცოცხლოთ - კარგად მორწყეთ, მოუწყვეთ "შხაპი" სპრეის ბოთლით.

ჭიჭყიანი ღრუბელი და ტილო


როდესაც სამზარეულოს ღრუბელი და ტილო ზედმეტი ტენიანობის და საკვების ნარჩენების გამო უსიამოვნო სუნის გამოყოფას იწყებს, ჩათვალეთ, რომ სიტუაცია უკონტროლო ხდება.
 ყოველთვის კარგად გარეცხეთ და გაწურეთ ტილო მაგიდის გაწმენდის შემდეგ.. რაც შეეხება ღრუბლებს, შეგიძლიათ მოათავსოთ ის სპეციალურ სათავსოში და შეცვალოთ რაც შეიძლება ხშირად.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები