თუ ამ პროდუქტებს მაცივრის გარეშე ინახავთ, შეცდომას უშვებთ


ზაფხულის აუტანელ სიცხეებთან ერთად აუცილებელია ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე და პროდუქტზე, რომელიც პირდაპირ ახდენს გავლენას ჩვენს ჯანმრთელობაზე. არსებობს პროდუქტები, რომელიც უცილებლად საჭიროებს მაცივარში შენახვას და ამის შესახებ ვიცით, თუმცა ზოგიერთი პროდუქტი, რომლისთვის ადგილიც, როგორც წესი, სამზარეულოს კარადებში გვაქვს ხოლმე გამოყოფილი, მაცივრის გარეშე გვრჩება, რაც დიდი შეცდომაა.

თხილი და თხილის კარაქი


თუ თხილის და თხილის კარაქის შენახვას რამდენიმე თვის განმავლობაში გეგმავთ, უმჯობესია ადგილი მაცივარში მიუჩინოთ. თხილეულის შენახვა ოთახის ტემპერატურაზე ოთხ თვემდეა შესაძლებელი, მაცივარში ერთ წლამდე, საყინულეში კიდევ უფრო დიდხანს, რადგან ცოტა წყალს შეიცავს
და კარგად იტანს გაყინვას.

ჩირეული


ჩირი, ისევე როგორც თხილი, შეიცავს მცირე რაოდენობით წყალს და ოთახის ტემპერატურაზე რამდენიმე თვის განმავლობაში თავისუფლად ინახება, თუმცა, თუ მათ შენახვას უფრო დიდი ხნით გეგმავთ, შეინახეთ მაცივარში. ასე ვიზუალსაც შეუნარჩუნებთ და გემოვნურ თვისებებსაც.

ტორტილები

შეიძლება ფიქრობთ რომ ტორტილას მაცივარში შენახვა არ სჭირდება, თუმცა, თუ ეტიკეტს დააკვირდებით, ნახავთ, რომ მაცივარი მასაც სჭირდება.

შოკოლადის სიროფი

შოკოლადის სიროფი გრილ, ბნელ ადგილას შეიძლება ორი-სამი წლის განმავლობაში ინახებოდეს, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის დალუქულია, თუმცა ბევრი ადამიანი გახსნის შემდეგ მას კარადაში ინახავს. თუ შოკოლადის სიროფს რამდენიმე დღეში არ მიირთმევთ გირჩევთ გახსნის შემდეგ მაცივარში მოათავსოთ, ასე ის ექვს თვემდე უსაფრთხოდ შეინახება. წინააღმდეგ შემთხვევაში,თქვენი შოკოლადის სიროფი შესაძლოა დაობდეს ან ამჟავდეს.

სოიოს სოუსი


სანელებლების უმეტესობის მსგავსად, სოიოს სოუსი მაცივრის გარეშე არ ფუჭდება ნატრიუმის მაღალი შემცველობის გამო. თუმცა, კარადაში შენახული გახსნილი სოიოს სოუსი კარგავს გემოვნურ თვისებებს. თუ
მთლიანი ბოთლის გამოყენებას ერთი ან ორი თვის განმავლობაში არ გეგმავთ, უმჯობესია ის მაცივარში შეინახოთ.

მთელმარცვლოვანი ფქვილი


მთელმარცვლოვანი ხორბლის ფქვილი გახსნის შემდეგ მაცივარში უნდა შეინახოთ, რადგან ხორბლის ჩანასახი, შესაბამისად მისი ფქვილი, უფრო მალე ფუჭდება, ვიდრე სხვა ფქვილი. იგივე ეხება ნუშის ან ბრინჯის ფქვილს.


ალოე



ქორფა ალოე მაცივარში უნდა ინახებოდეს, თუმცა ეს მაღაზიაში შეძენილ გელებსაც ეხება. მისი შენახვა მაცივარშია რეკომენდებული, განსაკუთრებით ზაფხულში, რადგან გაცივებული ალოე შესანიშნავი საშუალებაა მზის დამწვრობის დროს.

გახსნილი წითელი ღვინო



ბევრს შეცდომით მიაჩნია, რომ წითელი ღვინო, თუნდაც გახსნილი ბოთლი, ოთახის ტემპერატურაზე უნდა ინახებოდეს. არადა, სწორედ მაცივარში ნელდება ჟანგვის პროცესი, რაც ხელს უშლის ღვინის ძმრად გადაქცევას. გახსნილი ღვინის შენახვა მაცივარში ხუთ დღემდეა შესაძლებელი. სუფრასთან მიტანის წინ ღვინო უნდა გამოიღოთ და ოთახის, დაახლოებით 18,3 გრადუს ტემპერატურამდე უნდა დაიყვანოთ .

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები