ამ ნივთების წყლით გარეცხვა არ შეიძლება


შეამოწმეთ, თქვენც ხომ არ უშვებთ ამ შეცდომას

ხავერდის პროდუქტები

არასოდეს გამოიყენოთ წყალი ხავერდის ან ისეთი ქსოვილების გასაწმენდად, როგორიცაა მაგალითად ზამში. გაშრობის შემდეგ ამ ნივთებმა შესაძლოა დაკარგოს თავდაპირველი იერი.

პარკეტი და ლამინატი


მიუხედავად იმისა, რომ ხის და ლამინატის იატაკებს აქვთ წყალგამძლე საფარი, ის დროთა განმავლობაში ცვდება და მათი წყლით წმენდამ შეიძლება ზიანი მიაყენოს. თუ სითხე ხეში მოხვდება, ის შეიძლება გაიბეროს ან გაშავდეს.
ხის ან ლამინატის იატაკის გაწმენდის სწორი გზა მიკრობოჭკოვანი ტილო და სპეციალური საწმენდი ხსნარია სპრეის ბოთლში. იატაკის მწარმოებლების უმეტესობა იძლევა
კონკრეტულ რეკომენდაციებს იმის შესახებ, თუ რა პროდუქტის გამოყენებას ურჩევენ დასუფთავების დროს.

მუსიკალური ინსტრუმენტები

ხის მუსიკალური ინსტრუმენტები არ უნდა გაიწმინდოს ნესტიანი ქსოვილით. თუნდაც ისინი ლაქირებული იყოს. სითხემ მაინც შეიძლება დააზიანოს იგი: გამოიწვიოს გაუფერულება, დაბერვა, ბზარები და ა.შ. ასე რომ, გაწმენდის დროს უნდა გამოიყენოთ მუსიკალური ინსტრუმენტებისთვის განკუთვნილი სპეციალური საწმენდი საშუალებები.

ვერცხლი


თუ ცდილობთ დაბინძურებული ვერცხლის გაწმენდას წყლით, ეს მხოლოდ გააუარესებს ნივთის მდგომარეობას. თუ სპეციალური ვერცხლსი სწმენდი პროდუქტი არ გაქვთ, რეკომენდებულია ჩვეულებრივი კეტჩუპის გამოყენება. დიახ, სოუსის რბილი მჟავიანობა ხელს შეუწყობს ლაქების მოცილებას. საკმარისია ვერცხლი კეტჩუპში 5–10 წუთის განმავლობაში დატოვეთ, შემდეგ გარეცხეთ და პირსახოცით კარგად გაამშრალეთ.

აბრეშუმი

აბრეშუმის ქსოვილების რეცხვამ, იქნება ეს ფარდები თუ პერანგები, შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილის გაუფერულება. სჯობს ეს საქმე პროფესიონალებს მიანდოთ, ანუ ქიმწმენდას. აბრეშუმი ასევე არის ერთ-ერთი მასალა, რომელიც არასდროს უნდა მოათავსოთ საშრობში.

ტყავის ნაწარმი


თუ ტყავით დაფარული ავეჯის, ჩანთების ან ტანსაცმლის ნივთების წყლით გაწმენდას შეეცდებით, მასზე არადამახასიათებელი ზოლები დარჩება და თავად ტყავი დროთა განმავლობაში გაიბზარება. მოერიდეთ წყალთან კონტაქტს და გამოიყენეთ სპეციალური პროდუქტები, რომლებიც განკუთვნილია მსგავსი პროდუქტების გასაწმენდად.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები