კარადა ნიჟარის ქვეშ, როგორც წესი დიასახლისების ერთგვარი საკუჭნაოა.
პროფესიონალი დამლაგებლები გვირჩევენ სამზარეულოს დალაგება სწორედ ამ წერტილიდან დავიწყოთ. ასევე ამბობენ, რომ ჯობს ეს ადგილი მხოლოდ სამზარეულო წმენდისთვის განკუთვნილ ინვენტარს დავუთმოთ. სხვა ყველა ნივთი ამ ადგილს უნდა მოაშოროთ. ასე ეს სივრცე ბევრად ორგანიზებული და შესაბამისად, მოწესრიგებული გექნებათ.
ამ ადგილზე არ ღირს ნაგვის პაკეტების, ან სარეცხის მანქანის ტაბლეტების შენახვა, მათ სხვა ადგილი მიუჩინეთ.
აგრესიული ქიმიური საწმენდი საშუალებები მაქსიმალურად უნდა მოაშოროთ ისეთ ადგილებს, სადაც ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ წვდომა.
ადვილად აალებადი ნივთებიც ისევე საშიშია და
ჩაის ტილოები და ქაღალდის ხელსახოცები საფრთხილო ნივთებია, რომელთა შენახვაც ნიჟარის სიახლოვეს ერთი შეხედვით ძალიან მოსახერხებელია, თუმცა ნოტიო გარემოში ის აუცილებლად დაზიანდება.
იმავე მიზეზით არ გირჩევთ აქ შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილი საკვების განთავსებას. და ბოლოს წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა ნამდვილად არ არის ის ინვენტარი, რომელიც შესანახად სწორედ ამ ადგილს იმსახურებს. უმჯობესია, მათ სხვა ადგილი მოუძებნოთ.
იმისათვის კი, რომ ეს ადგილი ყოველთვის მოწესრიგებული გქონდეთ, გამოიყენეთ ორგანაიზერი და წყალგაუმტარი ფარდაგი, რაც ხელს შეუშლის ობის წარმოქმნას.