ამ საიდუმლო ხრიკით თქვენი აბაზანა სულ სუფთა იქნება, თან ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.
ნებისმიერ სახლში ყველაზე ბინძურ ადგილად აბაზანა და სამზარეულო მიიჩნევა, და ეს გასაკვირი არც არის - სამზარეულოში დღეში რამდენჯერმე მივირთმევთ საკვებს, ვამზადებთ საჭმელს, აბაზანაში ვრეცხავთ, ვიხეხავთ კბილებს, ვიღებთ შხაპს, ვიკეთებთ მაკიაჟს და ა.შ. ამიტომ, ყოველკვირეული თუ ყოველთვიური დასუფთავების დროს სახლის ეს ორი "ცხელი" წერტილი თითოეული დიასახლისის პირადი "ჯოჯოხეთია".
მაგრამ არსებობს ხრიკი, რომელიც დაგეხმარებათ, რომ უფრო სწრაფად დაასუფთავოთ თქვენი აბაზანა და ასევე შეინარჩუნოთ სუფთა მომდევნო გაწმენდამდე. ამ რჩევას გაერთიანებული სამეფოს
დასუფთავების სპეციალისტი კენდრა ჰენესი გვიზიარებს, რომელმაც ის საკუთარ სახლში გამოსცადა. ყველაფერი რაც თქვენ უნდა გააკეთოთ, არის ნებისმიერ დაბინძურების იმ წამსვე გასუფთავება.
მაგალითად, თუ სარკეზე კბილის პასტის ლაქა დატოვეთ ან შენიშნეთ, მოაშორეთ მაშინვე და არა ერთ კვირაში, სახლის გენერალურად დალაგების დროს. ასე ბევრად უფრო ადვილია, რადგან კვალი, რომელიც ჯერ არ გამხმარა, ბევრად მარტივად გაიწმინდება უბრალოდ სველი ქსოვილით, ღრუბლით ზედმეტი ხეხვის გარეშე. იგივე რჩევა ვრცელდება საშხაპე კაბინაზე, სადაც ხშირად გროვდება საპნის ლაქები. ამის თავიდან ასაცილებლად, ყოველი შხაპის შემდეგ გაწმინდეთ კედლები სპეციალური საფხეკით, რომელიც მოაცილებს ზედმეტ წყალს და პროდუქტის ნარჩენებს.
გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია დაუყოვნებლივ ამოიღოთ ტრაპიდან დარჩენილი თმა, რაც ხელს უშლის წყლის გადინებას და იწვევს უსიამოვნო სუნს, გარდა ამისა, იზიდავს მწერებს.
აბაზანის კიდევ ერთი ყველაზე ჭუჭყიანი ადგილი ფარდა, და კიდევ ერთი პრობლემაა წყლის ნადები.
ნადების მოსაშორებლად შეურიეთ მარილი და ლიმონის წვენი 50/50 თანაფარდობით. მარილის აბრაზიული თვისებები და ლიმონის მაღალი მჟავიანობა შლის ნადებს და აშორებს სუნს.
წყალბადის ზეჟანგი ხელს უწყობს ფარდის გაწმენდას. ჩაასხით სპრეის ბოთლში და შეასხურეთ. გააჩერეთ 20 წუთის განმავლობაში და შემდეგ ჩამორეცხეთ ცივი წყლით.