ყოველდღიური ნივთები, რომლებიც ხშირად არ უნდა რეცხოთ



 არსებობს ნივთები, რომლთა რეცხვაც სარეცხის მანქანაში, ექსპერტთა აზრით, ნაკლებად სასურველია.
ზოგიერთმა ქსოვილი და მასალა ხშირი რეცხვის შედეგად ზიანდება. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია სრულყოფილი ბალანსის პოვნა სისუფთავესა და ნივთის ხარისხის შენარჩუნებას შორის. ექსპერტების აზრით, ზოგიერთი ნივთი ხშირად რეცხვას ვერ იტანს.

აბაზანის პირსახოცები


როდესაც საუბარია ზედმეტ რეცხვაზე, პირველ რიგში ეს აბაზანის პირსახოცებს ეხება.
"მიუხედავად იმისა, რომ პირსახოცების გარეცხვა ყოველი გამოყენების შემდეგ ძალიან საჭიროდ გვეჩვენება, ამან შეიძლება დააზიანოს ეს ქსოვილი, მისი ბოჭკოები, ამიტომაც აბაზანის პირსახოცების რეცხვას სამი-ოთხი გამოყენების შემდეგ გვირჩევენ, ყოველი გამოყენების შემდეგ
კი ის კარგად უნდა გააშროთ სუფთა ჰაერზე.

პლედი

კიდევ ერთი ნივთი, რომელიც ვერ იტანს ხშირად რეცხვას, არის პლედი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხშირად გამოიყენება, ზედმეტი რეცხვა გამოიწვევს ბოჭკოების გამკვრივებას და პლედი აღარ იქნება ფუმფულა და კომფორტული.

ლოგინის თეთრეული

თუ კვირაში ერთხელ ცვლით ლოგინის თეთრეულს, შეგიძლიათ ცოტათი გაახანგრძლივოთ ეს პროცესი. ექსპერტები ამბობენ, რომ ძალიან ხშირად რეცხვა მკვეთრად აუარესებს თეთრეულის ხარისხს.
ასევე გირჩევთ ლოგინის თეთრეულის გასარეცხად ნაზი და ბუნებრივი საშუალებები გამოიყენოთ.

ჯინსი

ჯინსი შექმნილია იმისთვის, რომ დროთა განმავლობაში დაიხეს და გახუნდეს, სწორედ ამის გამო აფასებს მას ხალხი. თუმცა, ჯინსების ძალიან ხშირად რეცხვას შეიძლება ბოჭკოების დასუსტება მოჰყვეს, რაც საბოლოოდ ფორმის დაკარგვას გამოიწვევს.

ხალიჩები და ფარდაგები

საიდუმლო არ არის, რომ ხალიჩები და ფარდაგები დროთა განმავლობაში უამრავ ჭუჭყს და მტვერს აგროვებს, მაგრამ ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ამ ნივთების ზედმეტი რეცხვა მიზანშეწონილი არ არის. უფორ მეტიც,
ხალიჩებს მტვერსასრუტით ხშირად წმენდაც კი აზიანებს, ამ ნივთის გაწმენდას რამდენიმე დღეში ან კვირაში ერთხელ გირჩევთ, პროფესიონალური, ღრმა წმენდა კი ყოველ 12-18 თვეში ერთხელ არის სასურველი.




კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები